https://sputnik-georgia.com/20221226/turizmis-administraciis-xelmzgvanelad-maia-omiadze-dainishna-273412004.html
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მაია ომიაძე დაინიშნა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მაია ომიაძე დაინიშნა
Sputnik საქართველო
ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე ომიაძე ეკონომიკის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 26.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-26T18:42+0400
2022-12-26T18:42+0400
2022-12-26T21:44+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ტურიზმი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1a/273410725_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_e35478a1719a8277a0621109aef0cfc2.jpg
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მაია ომიაძე დაინიშნა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსის პოსტი ორი წელი ვაკანტური იყო. ომიაძის დანიშვნამდე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობას მედეა ჯანიაშვილი ასრულებდა. უწყების ხელმძღვანელს პოსტზე ნიშნავს და ათავისუფლებს ეკონომიკის მინისტრი.ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე ომიაძე ეკონომიკის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური 2020 წლის დეკემბერში გახდა, მას შემდეგ, რაც ტურიზმის ადმინისტრაციის მაშინდელმა ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა პოსტი დატოვა და დეპუტატი გახდა. რამდენიმე თვის შემდეგ ქვრივიშვილმა პარლამენტის მანდატი დათმო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/1a/273410725_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_6074d3a4838afd75cd956eee695dce1e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მაია ომიაძე დაინიშნა
18:42 26.12.2022 (განახლებულია: 21:44 26.12.2022) ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე ომიაძე ეკონომიკის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მაია ომიაძე დაინიშნა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსის პოსტი ორი წელი ვაკანტური იყო. ომიაძის დანიშვნამდე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობას მედეა ჯანიაშვილი ასრულებდა. უწყების ხელმძღვანელს პოსტზე ნიშნავს და ათავისუფლებს ეკონომიკის მინისტრი.
ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე ომიაძე ეკონომიკის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური 2020 წლის დეკემბერში გახდა, მას შემდეგ, რაც ტურიზმის ადმინისტრაციის მაშინდელმა ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა პოსტი დატოვა და დეპუტატი გახდა. რამდენიმე თვის შემდეგ ქვრივიშვილმა პარლამენტის მანდატი დათმო და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.