რუსეთის მოსახლეობის შფოთვის ინდექსი გაზრდილია: დასახელდა „შემაშფოთებელი“ თემებიც

© photo: Sputnik / Evgeny Biatov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2022
გამოწერა
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის ბოლოსთვის რუსეთის მოქალაქეების შფოთვის ჯამური ინდექსი წინა წელთან შედარებით გაზრდილია, იუწყება რუსეთის ანალიტიკური დეპარტამენტის სააგენტო „კროსი“.

„2022 წელს შფოთვის ძირითადი წყარო გახდა უკრაინაში მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაცია და მასთან დაკავშირებული ისეთი თემები, როგორებიცაა: დასავლეთთან კონფლიქტის ესკალაცია და ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა, დივერსიები და საომარი მოქმედებების რუსეთის ტერიტორიაზე გადატანის შესაძლებლობა, ნაწილობრივი მობილიზაცია“, — ნათქვამია „კროსის“ ანგარიშში.

გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქეების შფოთვებს, განსაკუთრებით, წლის პირველ ნახევარში იწვევდა ინფლაცია და ქვეყნიდან უცხოური კომპანიების გასვლა, რომელთა აქტუალობაც შემდგომში შემცირდა.
როგორც ირკვევა, 2022 წელს, გასულ წელთან შედარებით, ქვეყნის მოსახლეობის შფოთვის ჯამური ინდექსი 9.790,27-დან 21.394,68-მდე გაიზარდა, რაც 2,2%-ს შეადგენს. ამასთანავე აღინიშნება, რომ 2021 წელს, წინა წელთან შედარებით, შფოთვის ინდექსი 71%-ით იყო გაზრდილი, რაც უპირატესად კორონავირუსის პანდემიას უკავშირდებოდა.
კვლევით ასევე ირკვევა, რომ მიმდინარე წელს რუსეთის რეგიონებში, მაგალითად, ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში მოსახლეობას ასევე აშფოთებდა ისეთი პრობლემები, როგორებიცაა ტყის ხანძრები, ცენტრალურ რუსეთში, ურალსა და ვოლგისპირეთში — ფინანსური თაღლითების აქტიურობა, ხოლო როსტოვისა და ნიჟეგოროდის ოლქებში — ქვეყნიდან ცნობილი ადამიანების წასვლა.
„როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, საზოგადოების შფოთვის ზოგადი ზრდა არ გამოდგა ისეთი დრამატული, როგორც მოსალოდნელი იყო. <...> ეს იმაზე მეტყველებს, რომ, როგორც ჩანს, წლის განმავლობაში საზოგადოებამ შეძლო არა მხოლოდ სამხედრო სპეცოპერაციის პირობებთან ადაპტირება, არამედ ნაწილობრივი მობილიზაციის „მონელებაც". გარკვეულწილად ეს ახალ დღის წესრიგთან „შეგუებაზე“ მიუთითებს“, — ნათქვამია „კროსის“ ანგარიშში.
როგორც აღინიშნება, პრობლემების აღქმადობის მიხედვით ექსპერტებმა რუსეთის რეგიონები სამ ჯგუფად დაყვეს: მშფოთვარე, გაწონასწორებულ და აუღელვებელ რეგიონებად.
„მშფოთვარეთა“ ჩამონათვალში მოხვდნენ: მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი, ბურიატია, ბაიკალის მხარე, ასევე საზღვრისპირა კურსკის, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქები, ხოლო „აუღელვებლებში“ — ებრაელთა ავტონომიური ოლქი, შორეული აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონები.
წყარო: cros
ყველა ახალი ამბავი
0