https://sputnik-georgia.com/20221226/ra-ixsnis-tbiliss-sacobebisgan-kaxa-kalazis-pasuxi-273421499.html
რა იხსნის თბილისს „საცობებისგან“ - კახა კალაძის პასუხი
რა იხსნის თბილისს „საცობებისგან“ - კახა კალაძის პასუხი
Sputnik საქართველო
დედაქალაქში წარმოქმნილი „საცობები“ ავტომობილების რეკორდული ზრდის შედეგია, ამბობს თბილისის მერი. 26.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-26T19:02+0400
2022-12-26T19:02+0400
2022-12-26T21:47+0400
ახალი ამბები
საქართველო
კახა კალაძე
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ვითარება გზებზე
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24361/08/243610844_0:259:3180:2048_1920x0_80_0_0_b497056e4ac2f950271b1c52256db35e.jpg
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. დედაქალაქის მერი კახა კალაძე ე.წ. საცობებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზას საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაში ხედავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ქალაქის გზებზე შექმნილი ვითარების კომენტირებისას განუცხადა.როგორც კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქში წარმოქმნილი „საცობები“ ავტომობილების რეკორდული ზრდის შედეგია.კალაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერია ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ამით მოგვარდეს ეს პრობლემა. თბილისის მერმა ამ საკითხზე ოპოზიციის წარმომადგენლების შენიშვნებს აბსურდული უწოდა.მისი თქმით, 2012 წლამდე დედაქალაქში 180 ათასამდე კერძო ავტომობილი მოძრაობდა, დღეს კი პიკის საათებში ეს მაჩვენებელი 600 ათასს აღწევს.„წარმოიდგინეთ, ეს რიცხვი მუდმივად მზარდია. ყოველწლიურად კერძო ავტომობილების რაოდენობა იზრდება. რა უნდა დავუპირისპიროთ ამას? უნდა დავუპირისპიროთ ერთი რამ – საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ხელმისაწვდომობა, ინფრასტრუქტურის შექმნა ისე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს სწრაფი და კომფორტული“, – განაცხადა კალაძემ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24361/08/243610844_324:0:3055:2048_1920x0_80_0_0_50e6599e39d066bd98a0955c1edd4e6b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კახა კალაძე , თბილისის მერია, თბილისი დღეს, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, კახა კალაძე , თბილისის მერია, თბილისი დღეს, ვითარება გზებზე, ტრანსპორტი საქართველოში
რა იხსნის თბილისს „საცობებისგან“ - კახა კალაძის პასუხი
19:02 26.12.2022 (განახლებულია: 21:47 26.12.2022) დედაქალაქში წარმოქმნილი „საცობები“ ავტომობილების რეკორდული ზრდის შედეგია, ამბობს თბილისის მერი.
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. დედაქალაქის მერი კახა კალაძე ე.წ. საცობებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზას საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაში ხედავს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ქალაქის გზებზე შექმნილი ვითარების კომენტირებისას განუცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, დედაქალაქში წარმოქმნილი „საცობები“ ავტომობილების რეკორდული ზრდის შედეგია.
კალაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერია ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ამით მოგვარდეს ეს პრობლემა. თბილისის მერმა ამ საკითხზე ოპოზიციის წარმომადგენლების შენიშვნებს აბსურდული უწოდა.
„ოპოზიციაში საერთოდ სატრანსპორტო პოლიტიკის გაგებაში არ არიან და წარმოდგენა არ აქვთ, რა უნდა გაკეთდეს ქალაქში ამ მიმართულებით. რაც შეეხება „საცობებს“, თბილისში, განსაკუთრებით პიკის საათებში, ფიქსირდება კერძო ავტომობილების რეკორდული მაჩვენებელი“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, 2012 წლამდე დედაქალაქში 180 ათასამდე კერძო ავტომობილი მოძრაობდა, დღეს კი პიკის საათებში ეს მაჩვენებელი 600 ათასს აღწევს.
„წარმოიდგინეთ, ეს რიცხვი მუდმივად მზარდია. ყოველწლიურად კერძო ავტომობილების რაოდენობა იზრდება. რა უნდა დავუპირისპიროთ ამას? უნდა დავუპირისპიროთ ერთი რამ – საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ხელმისაწვდომობა, ინფრასტრუქტურის შექმნა ისე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს სწრაფი და კომფორტული“, – განაცხადა კალაძემ.