პენიტენციურ დაწესებულებებში 29 დეკემბერს საახალწლო ამანათების მიღება იწყება

© photo: Sputnik / Stringerსაპატიმრო
საპატიმრო - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2022
გამოწერა
ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას საპატიმროების ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაქვემდებარებაში არსებული ყველა დაწესებულება ამანათების მიღებას იწყებს, იუწყება სპეციალური პენიტენციური სამსახური.
პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის განკუთვნილი ამანათების მიღება 29-30 დეკემბერს 09:00 საათიდან 19:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.
გავრცელებული ინფორმაციით, სპეციალური ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს.
ყველა ახალი ამბავი
0