ნივრიანი მაწონი მაღალი სიცხის დასაგდებად: ექიმები ასახელებენ ორ მეთოდს

© Pexels / Tima Miroshnichenkoსიცხიანი ბავშვი
სიცხიანი ბავშვი - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2022
გამოწერა
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. ცივი ამინდების დადგომასთან ერთად ხშირდება სხვადასხვა დაავადებები, რომლებიც სხეულის ტემპერატურის ზრდას იწვევს, განსაკუთრებით, ბავშვებში, წერს გამოცემა Ensonhaber სპეციალისტებზე დაყრდნობით.
ექიმების თქმით, სიცხის დაწევა, გარდა შესაბამისი მედიკამენტებისა, ეფექტურად შეუძლია ისეთ ბუნებრივ პროდუქტს, როგორიცაა ნივრიანი მაწონი (დედანში: ნივრიანი იოგურტი).

„შეიძლება ითქვას, რომ ეს სასწაულმოქმედი რეცეპტია, რომელიც მხოლოდ ბავშვებისთვის კი არა, ზრდასრულებისთვისაც გამოდგება. ცალ-ცალკე ნივრისა და იოგურტის სასიკეთო თვისებები, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს, ყველამ იცის, ერთმანეთთან შერეული კი დაავადებებისგან გვიცავს და მოკლე დროში აგდებს მაღალ ტემპერატურას“, — ამბობენ ექიმები.

მათი თქმით, სიცხის დროს ნივრიანი მაწვნის გამოყენება ორნაირად შეიძლება: გარეგანი და ასევე შინაგანი გზით.
1.
აჭამეთ ავადმყოფს ნივრიანი მაწონი დაბალანსებული რაოდენობით — ამ ნარევის ერთი კოვზიც კი დააჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს.
2.
წაუსვით ავადმყოფს სხეულზე დიდი რაოდენობით ნივრიანი მაწონი. როდესაც ის გაშრება, გაუწმიდეთ ტანი სუფთა და თბილი ხელსახოცით.
როგორც ექიმები აცხადებენ, ნივრიანი მაწონი, ანტიბიოტიკური მოქმედების წყალობით:
აღადგენს და აძლიერებს იმუნურ სისტემას,
აჩქარებს სხვადასხვა დაზიანებების შეხორცებას,
ხელს უშლის კიბოს უჯრედების გავრცელებასა და ონკოლოგიური დაავადების განვითარებას,
მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუჭში გაზწარმოქმნის შემცირებაში,
ხელს უწყობს ფილტვებიდან ნახველის გამოძევებას,
აღკვეთს ვაგინალურ ინფექციებს, რომლებიც ქალებში კიბოს იწვევს,
ეხმარება საჭმლის მომნელებელი ტრაქტისა და მსხვილი ნაწლავის დაავადებების მკურნალობას,
სასარგებლოა გაციების, ფაღარათისა და პირღებინების დროს.
გაითვალისწინეთ: სტატიაში მოყვანილი რჩევები საინფორმაციო ხასიათისაა. ნებისმიერი ვარჯიშის დაწყებამდე თუ კვების რაციონში ცვლილებების შეტანამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან!
წყარო: Ensonhaber
ყველა ახალი ამბავი
0