მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბაიდენის 8 ყველაზე დიდი შეცდომა 2022 წელს: Newsweek ჩამონათვალსა და ვიდეოებს აქვეყნებს

© AP Photo / Susan Walsh ჯო ბაიდენი
 ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2022
გამოწერა
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის 46-ე და ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ საერთაშორისო ვიზიტებისა და ღონისძიებების დროს დაშვებული ხშირი შეცდომებით ამერიკის მოქალაქეები და პოლიტიკოსები იმედგაცრუებული არიან, წერს გამოცემა Vewsweek.
როგორც გამოცემა იუწყება, ამ საჯარო შეცდომების გამო ბაიდენი უკვე კარგა ხანია კრიტიკის ობიექტია. და მიუხედავად თეთრი სახლის განცხადებებისა, რომ ქვეყნის ლიდერი ფიზიკურადაც და ფსიქიკურადაც ჯანმრთელია, მოსახლეობაში პრეზიდენტის კრიტიკა არ წყდება.
Newsweek-მა პრეზიდენტის მიერ 2022 წელს საჯარო გამოსვლებისას დაშვებული რვა ყველაზე თვალშისაცემი შეცდომა ჩამოთვალა, რომლებიც ასე გამოიყურება:
1 მარტი — ბაიდენს ერთმანეთში აერია ირანელი და უკრაინელი ხალხი, როდესაც ამ უკანასკნელების მიმართ სიმპათიის გამოხატვას ცდილობდა:

„პუტინს შეუძლია კიევს ალყა შემოარტყას ტანკებით, მაგრამ ის ვერასდროს მოიგებს ირანელი ხალხის სულსა და გულს“.

8 ივლისი — ბაიდენმა ხმამაღლა წაიკითხა ტელესუფლიორის ინსტრუქცია, როდესაც ქალთა უფლებების დაცვაზე საუბრობდა:

„აღსანიშნავია, რომ იმ ქალების პროცენტი, რომლებიც ხმის მისაცემად რეგისტრირდებიან და აძლევენ ხმას, გამუდმებით უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცების პროცენტი. ციტატის დასასრული, გაიმეორეთ წინადადება“.

15 ივლისი — ბაიდენი მუშტით მიესალმა საუდის არაბეთის პრინცს ჯიდაში ვიზიტისას, რასაც „სამარცხვინო“ უწოდეს.
საქმე ისაა, რომ პრინცს უკვე დიდი ხანია ადანაშაულებენ Washington Post-ის ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის დაკვეთაში, რაც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) გამოძიებამ დაადასტურა.
28 სექტემბერი — პრესკონფერენციაზე გამოსვლისას ჯო ბაიდენმა კონგრესვუმენი ჯეკი ვალორსკი მოიკითხა, რომელიც ერთი თვით ადრე დაიღუპა ავტოავარიაში.
20 ოქტომბერი — პიტსბურგში გამართულ მიტინგზე სიტყვის დასრულების შემდეგ ბაიდენი მარჯვნივ შებრუნდა, ტრიბუნას რამდენიმე ნაბიჯით დაშორდა და ვიღაც უხილავს დაუწყო ლაპარაკი. შემდეგ 180 გრადუსით შეტრიალდა, თითით წინ რაღაცაზე მიანიშნა და სცენიდან გავიდა.
24 ოქტომბერი — ჯო ბაიდენმა კამალა ჰარისს „დიდი პრეზიდენტი“ უწოდა თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც ინდუისტურ დღესასწაულ დივალის ეძღვნებოდა, და დაბადების დღე მიულოცა მას. ამასთან ეს პირველი შემთხვევა არ იყო, როდესაც ბაიდენმა კამალა ჰარისი არა ვიცე-პრეზიდენტად, არამედ პრეზიდენტად მოიხსენია.
28 ოქტომბერი — ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ არა 50, არამედ 54 შტატისგან შედგება.
12 ნოემბერი — ASEAN-ის სამიტზე, რომელიც კამბოჯაში ტარდებოდა, ბაიდენმა შეხვედრის მასპინძლობა-ორგანიზებისთვის მადლობა კოლუმბიის პრემიერ-მინისტრს გადაუხადა. ეს უკანასკნელი საერთოდ არ არის ASEAN-ის წევრი და ამასთან ქვეყანას პრეზიდენტი მართავს.
როგორც გამოცემა წერს, მიუხედავად ჯო ბაიდენის არაერთი შეცდომისა, რომლებიც მან პრეზიდენტობის განმავლობაში დაუშვა და რის გამოც ქვეყნის მოსახლეობის ნაწილს მის კომპეტენტურობაში ეჭვი ეპარება, თეთრი სახლი აცხადებს, რომ პრეზიდენტი სრულიად კომპეტენტურია.
ექიმ კევინ ო’კონორის 2021 წლის ნოემბრის დასკვნის თანახმად, ბაიდენი „ჯანმრთელი და ენერგიული 78 წლის მამაკაცია, რომელსაც აქვს უნარი, წარმატებით შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობები“.
წყარო: Newsweek
ყველა ახალი ამბავი
0