ლავროვი: დასავლეთი მალე დაკარგავს მსოფლიო ეკონომიკის მესაჭის როლს

© photo: Sputnik / Russian Ministry of Foreign Affairs / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2022
გამოწერა
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. დასავლეთის ქვეყნები მალე დაკარგავენ მსოფლიო ეკონომიკაში მესაჭის როლს, მიაჩნია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს.

„გარწმუნებთ, უახლოეს დროში ჩვენ ვიხილავთ დასავლეთის შესაძლებლობების შემცირებას, მსოფლიო ეკონომიკაში საჭის იმგვარად ტრიალის ძალიან მნიშვნელოვან შემცირებას, როგორც მას სურს. და, უნდათ თუ არა, მოლაპარაკებები მოუწევთ“, — აღნიშნა რუსმა დიპლომატმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

ლავროვის თქმით, დასავლეთმა რუსეთთან პრაქტიკულად ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა, თუმცა მოსკოვს კვლავაც ჰყავს ისეთი მოკავშირეები, რომლებთანაც ეკონომიკის, სოციალურ, კულტურისა თუ სპორტის სფეროებში თანამშრომლობს.
„როგორც არაერთხელ ვთქვით, დასავლეთის გამოკიდებას არ ვაპირებთ <...>. ჩვენ ორიენტაციას ავიღებთ მათზე, ვისაც არასდროს უღალატია ჩვენთვის და ვისთანაც ზოგჯერ ძლიან რთულად მიგვიღწევია კომპრომისისთვის, მაგრამ კომპრომისის მიღწევის შემდეგ არავის არავინ არ მოუტყუებია. დასავლეთთან კი ყველაფერი პირიქითაა“, — თქვა რუსმა მინისტრმა.
ლავროვის განმარტებით, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას სურს, რომ ფილოსოფოს ფრენსის ფუკუიამას „ისტორიის დასასრული" რეალურ ცხოვრებაში განხორციელდეს, რაც მსოფლიოში ლიბერალური იდეოლოგიის სრულ დომინირებას გულისხმობს. ამისთვის, მისი თქმით, ვაშინგტონი თითოეული სახელმწიფოსგან მოითხოვს, რომ ანტირუსული პოზიცია დაიკავოს, შეუერთდეს სანქციებს და გაწყვიტოს ურთიერთობები რუსეთის წარმომადგენლებთან.
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთზე სანქციებით ზეწოლა გააძლიერეს. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთის შეკავება და დასუსტება დასავლეთის ხანგრძლივი სტრატეგიაა, რესტრიქციებმა კი სერიოზული დარტყმა მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას.
ამ დროისათვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ცხრა პაკეტია დაწესებული. რესტრიქციების რაოდენობით რუსეთი პირველ ადგილზეა მსოფლიოში.
ყველა ახალი ამბავი
0