მოსაზრება: რას უმზადებს დასავლეთი პოსტსაბჭოურ ქვეყნებს

© photo: Sputnik / V. Zakharov
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.12.2022
გამოწერა
ირინა ალქსნისი
როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, 2022 წლის მთავარი მოვლენა პოსტსაბჭოური სივრცისთვის უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაცია არ ყოფილა. გაცილებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოსტსაბჭოური ქვეყნის წინაშე მაქსიმალურად ნათლად გამოიკვეთა მათთვის მომზადებული ბედი. მომზადებული დასავლეთის მიერ.
მას საერთო არაფერი აქვს კეთილდღეობის სურათებთან, რომლებსაც რუსეთის მეზობლები თავიანთ წარმოდგენებში ხედავდნენ ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში. ყველაფერი გაცილებით მარტივად და ცუდადაა.
პოლიტოლოგები პოსტსაბჭოურ სახელმწიფოებს უამრავი კრიტერიუმით ახარისხებენ. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მოსკოვთან მათი სიახლოვისა და მეგობრობის ხარისხი. ნათელია, რომ ბალტიისპირეთი - ერთია, ბელარუსი - მეორე, უზბეკეთი კი - სრულიად სხვა.
სინამდვილეში ეს მიდგომა მცდარია, ვინაიდან თოთხმეტივე საკავშირო რესპუბლიკა მეთხუთმეტე რუსეთის მიმართ ბოლო სამი ათწლეული განმავლობაში თავიანთ პოლიტიკას ერთსა და იმავე პრინციპებზე აფუძნებდა. იყო ორი პრინციპი: მაქსიმალური ეკონომიკური სარგებლის მიღება რუსეთთან თანამშრომლობით და მოსკოვთან პოლიტიკური დისტანციის შენარჩუნება.
შემდეგ მოდიოდა ეროვნული თავისებურებები - ბალტიელებისგან, რომლებიც ღიად ანტირუსულ პოლიტიკას ატარებდნენ ლოზუნგით „მაინც შორს ვერ წახვალთ ჩვენი ტრანზიტის გარეშე“, რუსეთის ყველაზე მეგობრული ქვეყნების გამოხატული მრავალვექტორულობით დამთავრებული.
ასეთი ვითარების მიზეზი რამდენიმე იყო. დასაწყისისთვის გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი სახელმწიფოს მმართველი ელიტა დაინტერესებულია თავისი ქვეყნის თუნდაც ფორმალური სუვერენიტეტის შენარჩუნებით, თუნდაც იმიტომ, რომ უფრო სასიამოვნოა სახელმწიფოს ელიტის ნაწილად ყოფნა, ვიდრე რომელიმე რეგიონის ელიტის წარმომადგენლად ყოფნა. რასაკვირველია, მეზობელი ქვეყანა, რომელსაც ისინი იხილავენ, როგორც ყოფილ მეტროპოლიას, მათი მხრიდან აღიქმება საფრთხედ.
გარდა ამისა, პოსტსაბჭოურ ისტორიაში უზარმაზარ როლს ასრულებდა დასავლეთის მიზიდულობა, რომელსაც რუსეთი უიმედოდ აგებდა. ეს მიზიდულობა იყო პოლიტიკურიც, ეკონომიკურიც, კულტურულიც, ესთეტიკურიც.
რუსების მეზობლების ეს შიშები მხოლოდ გამძაფრდა ბოლო წლებში. მოსკოვი საბოლოოდ დაუბრუნდა ძლევამოსილი სახელმწიფოს სტატუსს, დაიწყო ევრაზიაში ინტეგრაციული პროცესების განვითარება, შემდეგ კი პირდაპირ განაცხადა, რომ პოსტსაბჭოური სივრცე მისი სასიცოცხლო ინტერესების სფეროში შედიოდა. ამ ყველაფრის თანმდევი იყო 2014 წლის ყირიმის მოვლენები, ომი დონბასში, ახლა კი სპეციალური სამხედრო ოპერაცია უკრაინაში.
ბოლო რვა წელმა მხოლოდ გააძლიერა პოსტსაბჭოური ქვეყნების პოლიტიკური ელიტების შიში, რომ თუ ასე გაგრძელდებოდა, მათ ქვეყნებს ჩაყლაპავდა ცენტრისტული ძალები, რომლებიც ძალას იკრებდნენ მოსკოვის ირგვლივ - და საკითხავი იყო, რით დამთავრდებოდა ეს ყველაფერი. პასუხი იყო მრავალვექტორულობის ზრდა და ბალანსირება სხვადასხვა გეოპოლიტიკურ ძალას შორის, მათ შორის, თურქეთსა და ჩინეთს შორის. მაგრამ უეჭველია, რუსეთის მთავარ საპირწონედ ამ ქვეყნების უმეტესობა იყენებდა აშშ-სა და ევროპას.
ამ შიშების, ლოგიკისა და გადაწყვეტილებების გაგემა შეიძლება. მაგრამ 2022-მა წელმა აჩვენა, რომ ქვეყნებმა, რომლებმაც ფსონი დასავლეთზე დადეს, საბედისწერო შეცდომა დაუშვეს. თუმცა არც დანარჩენების მდგომარეობაა უკეთესი.
არსი ისაა, რომ პოსტსაბჭოურმა ქვეყნებს გადაჭარბებული წარმოდგენა ჰქონდათ დასავლეთის გამჭრიახობასა და ჰუმანიზმზე. დასავლეთმა ფსონი ყველაზე აშკარა და სასტიკ მეთოდებზე დადო: თუ ვერ მოხერხდებოდა მოწინააღმდეგის დესტაბილიზაცია შიგნიდან, საჭირო იყო მისი პერიმეტრის, მისი მეზობლების გადაწვა.
ამ წელიწადში გამწვავდა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის სასაზღვრო შეტაკებები, ტერორისტული შეტევა ყაზახეთში და ანტირუსული მოვლენები მოლდოვაში.
დასავლეთი ყველა ამ მოვლენაში ან სრულიად ღიად მოჩანს, ან მსუბუქად შენიღბულია.
ეჭვგარეშეა, რომ შემდეგ უარესი მოხდება. შეანჯღრევენ აბსოლუტურად ყველას ნებისმიერი ბერკეტის გამოყენებით.
ყველაზე რთულ მდგომარეობაში არიან ქვეყნები, რომლებსაც ხელმძღვანელობენ ატლანტისტები - ბალტიისპირეთის სამი რესპუბლიკა, უკრაინა, მოლდოვა და კიდევ ვიღაც. მათ რუსეთთან ბრძოლას მსხვერპლად შესწირავენ. თუმცა არც დანარჩენი ქვეყნები არიან უკეთეს მდგომარეობაში, რადგან სუსტი წერტილები ყველას გააჩნია, რომლებსაც დასავლეთი გამოიყენებს ამ ქვეყნებში ხანძრის გასაჩენად, რუსეთის საზღვრების მთელ პერიმეტრზე პრობლემების შექმნის მიზნით.
როგორც ჩანს, პოსტსაბჭორუი ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილის ხელმძღვანელებმა გაიაზრეს, რომ მათი ქვეყნები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ყოველ შემთხვევაში, მათი საშინაო და საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებები და მოქმედებები მიმავალ წელს უფრო აწონილი და ფრთხილი იყო.
ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი კი არის მინსკი. ნათელია, რომ ალექსანდრ ლუკაშენომ ზუსტად იცის, რამდენად საშინელ ბედს უმზადებს მას დასავლეთი და მისი თავიდან აცილების ერთადერთი გზა რუსეთთან კავშირია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0