ლიცენზიის გარეშე სპორტული ავტომობილის მართვა ჯარიმას გამოიწვევს

© Sputnik / Alexander Imedashviliსპორტკარები
სპორტკარები - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2022
გამოწერა
სპორტკარების მფლობელებმა უნდა გაიარონ სპეციალური რეგისტრაცია და რბოლაში მონაწილეობისთვის ლიცენზია მოიპოვონ
თბილისი, 25 დეკემბერი – Sputnik. ჯარიმები სპორტული დანიშნულების ავტომობილების მფლობელებისთვის, რომლებიც მანქანებს რეგისტრაციისა და ლიცენზიის გარეშე მართავენ, მიმდინარე წლის 27 დეკემბერს ამოქმედდება.
15 ნოემბრიდან საქართველოში სპორტული დანიშნულების ავტომობილების მფლობელებისთვის ახალი წესები მოქმედებს. კერძოდ, პროფესიულ რბოლებში მონაწილეობის უფლება მათ მხოლოდ სპეციალური რეგისტრაციის გავლის, ლიცენზიის მიღებისა და ტექდათვალიერების გავლის შესახებ ცნობის მიღების შემდეგ ენიჭებათ.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებებით, სპორტული დანიშნულების ავტომობილის მართვა, რომელსაც გაუქმებული აქვს ტექპასპორტი ან რეგისტრაცია, 2000 ლარის ჯარიმას გამოიწვევს. იგივე ჯარიმა არის გათვალისწინებული შესაბამისი ლიცენზიის გარეშე სპორტკარის მართვის შემთხვევაში.
© photo: Sputnik / Irina Kalashnikovaპარიზის ავტოსალონი-2018
Открытие Парижского автосалона 2018 - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2022
პარიზის ავტოსალონი-2018
ავტომობილის სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა, რომელსაც ასეთი ავტომობილის მართვის ლიცენზია არ გააჩნია, ასევე 2000 ლარის ჯარიმას გამოიწვევს.
სპორტული დანიშნულების ავტომობილის სტატუსს კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული საავტომობილო სპორტის ფედერაცია გასცემს.
წელიწადში შესაძლებელია სულ 150 სპორტული ავტომობილის რეგისტრაცია. ისინი უნდა შეესაბამებოდეს ფედერაციის წესებში მითითებულ ყველა პარამეტრს – რაც ეხება სავარძლებს, უსაფრთხოების ღვედებს, უსაფრთხოების კარკასს, მინებს, საბურავებს, ძრავებს და ა.შ.
ფედერაციის ღონისძიებებსა და ლიცენზირებულ პროფესიულ რბოლებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ ამ სტატუსის მქონე ავტომობილების მძღოლებს მიეცემათ. ამასთან, მფლობელი უნდა იყოს ფედერაციის წევრი და ჰქონდეს შესაბამისი ლიცენზია.
ყველა ახალი ამბავი
0