https://sputnik-georgia.com/20221225/saqartvelos-premieri-ilia-meores-arsaydrebidan-45-wlis-iubiles-ulocavs-273386321.html
საქართველოს პრემიერი ილია მეორეს აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს პრემიერი ილია მეორეს აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილეს ულოცავს
Sputnik საქართველო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ილია II-ის ინტრონიზაციის დღეს ზეიმობს, პატრიარქის აღსაყდრებიდან 45 წელი გავიდა. 25.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-25T19:05+0400
2022-12-25T19:05+0400
2022-12-25T19:05+0400
ახალი ამბები
საქართველო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე
რელიგია
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/0d/270362899_0:106:1024:682_1920x0_80_0_0_1eb9c803ac55ddb4e4b9846bc9d67a81.jpg
თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილე მიულოცა და დღეგრძელობა და ჯანმრთელობა უსურვა.დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთისა და თბილისის არქიეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წელი შესრულდა.როგორც მთავრობის მეთაურმა მილოცვის წერილში აღნიშნა, ის ფასეულობები, რასაც პატრიარქი საკუთარი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ამკვიდრებს, უნივერსალური და ზოგადსაკაცობრიოა.პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებული სადღესასწაულო ლიტურგია წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა. მანამდე საპატრიარქომ განაცხადა, რომ უკრაინასა და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, ღონისძიებები შეზღუდული სახით ჩატარდებოდა.ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში მოხდა. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II (ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ, 390-400 წწ.).პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30 მოქმედი ტაძარი.დღეისთვის სულ 42 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი 47 მღვდელმთავარი, მათგან ორი ტიტულარულია. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. თბილისში წმინდა სამების ტაძარი აშენდა. დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/0d/270362899_94:0:1005:683_1920x0_80_0_0_db0672aaba919d3e4d9dc2a3f78fe4fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, რელიგია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე, რელიგია, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საქართველოს პრემიერი ილია მეორეს აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ილია II-ის ინტრონიზაციის დღეს ზეიმობს, პატრიარქის აღსაყდრებიდან 45 წელი გავიდა.
თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილე მიულოცა და დღეგრძელობა და ჯანმრთელობა უსურვა.
დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთისა და თბილისის არქიეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 წელი შესრულდა.
როგორც მთავრობის მეთაურმა მილოცვის წერილში აღნიშნა, ის ფასეულობები, რასაც პატრიარქი საკუთარი ცხოვრებითა და მოღვაწეობით ამკვიდრებს, უნივერსალური და ზოგადსაკაცობრიოა.
„მისი უდიდესი პირადი წვლილის დამსახურებით, ახალი საქართველოს მშენებლობის პროცესი ქრისტიანულ ფასეულობებთან ჩვენი დაბრუნებით დაიწყო. მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში ჩვენი პატრიარქი განსაცდელში გვამხნევებს, გვაერთიანებს, მოყვასის სიყვარულისა და თანადგომის, ქვეყნის მსახურების ცოცხალ მაგალითს გვაძლევს, მომავლის რწმენას გვინერგავს“, - განაცხადა პრემიერმა.
პატრიარქის იუბილესთან დაკავშირებული სადღესასწაულო ლიტურგია წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდა. მანამდე საპატრიარქომ განაცხადა, რომ უკრაინასა და მსოფლიოში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, ღონისძიებები შეზღუდული სახით ჩატარდებოდა.
ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში მოხდა. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II (ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ, 390-400 წწ.).
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30 მოქმედი ტაძარი.
დღეისთვის სულ 42 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი 47 მღვდელმთავარი, მათგან ორი ტიტულარულია. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. თბილისში წმინდა სამების ტაძარი აშენდა. დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონი.