https://sputnik-georgia.com/20221225/qutaisis-ert-ert-sastumrosi-xanzris-gamo-stumrebis-evakuacia-ganxorcielda-273388038.html
ქუთაისის ერთ-ერთ სასტუმროში ხანძრის გამო სტუმრების ევაკუაცია განხორციელდა
ქუთაისის ერთ-ერთ სასტუმროში ხანძრის გამო სტუმრების ევაკუაცია განხორციელდა
Sputnik საქართველო
წინასწარი ინფორმაციით, აალების მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა 25.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-25T21:42+0400
2022-12-25T21:42+0400
2022-12-25T21:46+0400
ახალი ამბები
შემთხვევები საქართველოში
საქართველო
ქუთაისი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24561/17/245611756_0:201:1280:921_1920x0_80_0_0_1a97356cbd5f171e390dce51ad562189.jpg
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. ქუთაისის ცენტრში მდებარე სასტუმრო „აიეტის“ სახურავზე ხანძარი გაჩნდა, მაშველებმა სტუმრების ევაკუაცია მოახდინეს, იუწყება ადგილობრივი მედია.თვითმხილველების თქმით, ცეცხლი გაჩნდა გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე მდებარე შენობის სახურავზე. წინასწარი ინფორმაციით, აალების მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.ადგილზე საგანგებო სამსახურის თანამშრომლები და პოლიცია მუშაობს. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.მსგავსი შემთხვევა გასულ კვირაში ბათუმში მოხდა. იქ დაიწვა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო ორი სართული, სადაც რესტორანი „ვოქსი“ მდებარეობდა.რესტორანი რემონტის გამო ბოლო ერთი თვის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. ხანძრის შედეგად შენობაში მცხოვრები 250 ოჯახის სასწრაფო ევაკუაცია მოხდა.
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24561/17/245611756_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_f1ef3dad812cbd3d83737e58f1e908e3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველო, ქუთაისი
ახალი ამბები, შემთხვევები საქართველოში, საქართველო, ქუთაისი
ქუთაისის ერთ-ერთ სასტუმროში ხანძრის გამო სტუმრების ევაკუაცია განხორციელდა
21:42 25.12.2022 (განახლებულია: 21:46 25.12.2022) წინასწარი ინფორმაციით, აალების მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. ქუთაისის ცენტრში მდებარე სასტუმრო „აიეტის“ სახურავზე ხანძარი გაჩნდა, მაშველებმა სტუმრების ევაკუაცია მოახდინეს, იუწყება ადგილობრივი მედია.
თვითმხილველების თქმით, ცეცხლი გაჩნდა გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე მდებარე შენობის სახურავზე. წინასწარი ინფორმაციით, აალების მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.
ადგილზე საგანგებო სამსახურის თანამშრომლები და პოლიცია მუშაობს. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.
მსგავსი შემთხვევა გასულ კვირაში ბათუმში მოხდა. იქ დაიწვა მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო ორი სართული, სადაც რესტორანი „ვოქსი“ მდებარეობდა.
რესტორანი რემონტის გამო ბოლო ერთი თვის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. ხანძრის შედეგად შენობაში მცხოვრები 250 ოჯახის სასწრაფო ევაკუაცია მოხდა.