https://sputnik-georgia.com/20221225/putini-cveni-mizania-rusi-xalxis-gaertianebaa-273387381.html
პუტინი: ჩვენი მიზანი რუსი ხალხის გაერთიანებაა
პუტინი: ჩვენი მიზანი რუსი ხალხის გაერთიანებაა
Sputnik საქართველო
რუსეთის ლიდერის თქმით, მას მიაჩნია, რო უკრაინაში არსებული ვითარება არც ისე სახიფათოა, რუსეთი მოქალაქეების ინტერესებით ხელმძღვანელობს 25.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-25T20:10+0400
2022-12-25T20:10+0400
2023-07-20T15:55+0400
რუსეთი
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/17/272420963_0:0:3073:1728_1920x0_80_0_0_bfd4a4c322ade70ebd772f48f9e84ac0.jpg
თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. ჩვენი მიზანია რუსი ხალხის გაერთიანება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.რუსეთის ლიდერის თქმით, მას მიაჩნია, რო უკრაინაში არსებული ვითარება არც ისე სახიფათოა, რუსეთი მოქმედებს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე.რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველთვის ცდილობდა ყველა დავის გადაწყვეტას მშვიდობიანი გზით, მოლაპარაკებების გზით. მაგრამ, მისი თქმით, ვითარება საპირისპიროა, მეორე მხარე სხვანაირად იყო განწყობილი.„ასეა თუ ისე, ჩვენ იძულებული ვიყავით დაგვეცვა ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხი, ყირიმელების არჩევანისთვის მხარი უნდა დაგვეჭირა, ყველაფერი ამით დაიწყო“, - განაცხადა პუტინმა.მისი თქმით, ყველაფრის სათავეშია რუსეთის გეოპოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკა, რომლის მიზანიც მისი დაშლა-დანაწევრებაა.„დაყავი და იბატონე - აი, რის გაკეთებასაც ისინი ყოველთვის ცდილობდნენ", - ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია“ და რომ რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/17/272420963_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_3adf4d74fd55f0347990535746cdeb2c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
პუტინი: ჩვენი მიზანი რუსი ხალხის გაერთიანებაა
20:10 25.12.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) რუსეთის ლიდერის თქმით, მას მიაჩნია, რო უკრაინაში არსებული ვითარება არც ისე სახიფათოა, რუსეთი მოქალაქეების ინტერესებით ხელმძღვანელობს
თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. ჩვენი მიზანია რუსი ხალხის გაერთიანება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
რუსეთის ლიდერის თქმით, მას მიაჩნია, რო უკრაინაში არსებული ვითარება არც ისე სახიფათოა, რუსეთი მოქმედებს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე.
„არ მიმაჩნია, რომ სიტუაცია ასეთი სახიფათოა. ჩვენ ვმოქმედებთ სწორი მიმართულებით, ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ხალხის ინტერესებს და უბრალოდ სხვა გზა არ გვაქვს, გარდა ჩვენი მოქალაქეების დაცვისა. მაგრამ ჩვენ მზად ვართ ამ პროცესის ყველა მონაწილესთან ვისაუბროთ მისაღებ შედეგებზე, მაგრამ ეს მათი საქმეა - ჩვენ კი არ ვამბობთ უარს მოლაპარაკებებზე, არამედ ისინი“, - თქვა პუტინმა პაველ ზარუბინთან ინტერვიუში პროგრამაში „მოსკოვი. კრემლი. პუტინი“.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველთვის ცდილობდა ყველა დავის გადაწყვეტას მშვიდობიანი გზით, მოლაპარაკებების გზით. მაგრამ, მისი თქმით, ვითარება საპირისპიროა, მეორე მხარე სხვანაირად იყო განწყობილი.
„ასეა თუ ისე, ჩვენ იძულებული ვიყავით დაგვეცვა ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხი, ყირიმელების არჩევანისთვის მხარი უნდა დაგვეჭირა, ყველაფერი ამით დაიწყო“, - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, ყველაფრის სათავეშია რუსეთის გეოპოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკა, რომლის მიზანიც მისი დაშლა-დანაწევრებაა.
„დაყავი და იბატონე - აი, რის გაკეთებასაც ისინი ყოველთვის ცდილობდნენ", - ხაზგასმით აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია“ და რომ რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის.