ლევან კობიაშვილი უეფას აღმასკომის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

© photo: Sputnik / Stringerფეხბურთელი ლევან კობიაშვილი
ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2022
გამოწერა
უეფას აღმასკომის წევრებს უეფას კონგრესზე ოთხი წლის ვადით ირჩევენ. უეფას 2023 წლის კონგრესი 5 აპრილს ლისაბონში გაიმართება.
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი 2023 წელს უეფას აღმასრულებელი კომიტეტის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, –ინფორმაციას სფფ-ს პრესსამსახური ავრცელებს.
ამის შესახებ სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა წლის შემაჯამებელი აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ფეხბურთის ფედერაციის ისტორიაში პირველად, გადავწყვიტეთ, რომ უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრობაზე სფფ-ის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის კანდიდატურა წარვადგინოთ. აღნიშნულთან დაკავშირებით, უკვე ვაცნობეთ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოს. ლევან კობიაშვილის კანდიდატურას უეფა-ს მიერ დადგენილ ვადებში ოფიციალურად შევიტანთ“, - განაცხადა მუჯირმა.
მისი თქმით, ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ პირველად ისტორიაში ქართველი გახდეს უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.
უეფას აღმასკომის წევრებს უეფას კონგრესზე ოთხი წლის ვადით ირჩევენ. უეფას 2023 წლის კონგრესი 5 აპრილს ლისაბონში გაიმართება.
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი (ნაკრებში 100 მატჩი აქვს ჩატარებული) ფედერაციას 2015 წლიდან ხელმძღვანელობს.
ყველა ახალი ამბავი
0