https://sputnik-georgia.com/20221224/turizmi-saqartvelosi-273361081.html
დელაროფი: მეზობელი ქვეყნები საქართველოზე სწორდებიან ტურისტული კუთხით
დელაროფი: მეზობელი ქვეყნები საქართველოზე სწორდებიან ტურისტული კუთხით
Sputnik საქართველო
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. პანდემიის გამო, საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო მძიმედ დაზარალდა, რადგან ის განსაკუთრებით არის დამოკიდებული... 24.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-24T09:28+0400
2022-12-24T09:28+0400
2022-12-24T09:28+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/17/273353373_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_7c281de3aa06fc3af00c6abb098fe7cc.jpg
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. პანდემიის გამო, საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო მძიმედ დაზარალდა, რადგან ის განსაკუთრებით არის დამოკიდებული შემომავალ ტურიზმზე, განაცხადა New East Europe-ს რეგიონში სასტუმროთა ჯგუფ Accor-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსის დელაროფმა „Sputnik საქართველოს“ მულტიმედიური პრესცენტრში გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე.დელაროფის თქმით, ყველაზე წარმატებულ 2019 წელთან შედარებით, ჯერჯერობით საქართველოში ტურიზმი 85%-ით არის აღდგენილი.„თუ სხვა შოკები არ იქნება, მომავალ 2023 წელს ჩვენ პანდემიამდელ მაჩვენებლებს მივაღწევთ“, იმედოვნებს დელაროფი.როგორც ოტელიერმა აღნიშნა, ტურიზმისა და ტურისტული ბიზნესის წარმატებული განვითარების მთავარი ფაქტორები ინფრასტრუქტურა, სავიზო შეზღუდვების არარსებობა და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისადმი ლოიალური დამოკიდებულებაა.Accor-ის დირექტორი მიიჩნევს, რომ საქართველო ძალიან კარგად ართმევს თავს სამუშაოს უცხოელი ტურისტების მოსაზიდად.Accor — ეს სასტუმროების ჯგუფია, რომელიც 40-ზე მეტ ბრენდს მართავს 110 ქვეყანაში. სასტუმროების საერთო რაოდენობა 5000-ს აჭარბებს. ამჟამად Accor საქართველოში სხვადასხვა სეგმენტის ხუთი სასტუმროთია წარმოდგენილი.სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 185,5%-ით გაიზარდა. 11 თვეში ქვეყანამ მიიღო 4,8 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი, რითაც 2019 წლის მაჩვენებლები 55,9%-ით აღადგინა.საქართველოს შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურობებიდან 2022 წლის ათი თვის განმავლობაში 2,8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 184,4%-ით მეტია 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელზე. გარდა ამისა, შემოსავლებმა ასევე გადააჭარბა 2019 წელს, როდესაც საქართველო საერთაშორისო ვიზიტების პიკზე იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/17/273353373_284:0:1724:1080_1920x0_80_0_0_9c16502883e1cda505169cf2a20df7eb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, ეკონომიკა
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, ეკონომიკა
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. პანდემიის გამო, საქართველო სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო მძიმედ დაზარალდა, რადგან ის განსაკუთრებით არის დამოკიდებული შემომავალ ტურიზმზე, განაცხადა New East Europe-ს რეგიონში სასტუმროთა ჯგუფ Accor-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსის დელაროფმა „Sputnik საქართველოს“ მულტიმედიური პრესცენტრში გამართულ ონლაინ პრესკონფერენციაზე.
„საქართველოს მოსახლეობა არ არის საკმარისად დიდი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ტურისტული სეგმენტისა და სასტუმროების საკმარისი დაკავება, რომელთა რიცხვი ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა“, — აღნიშნა მან.
დელაროფის თქმით, ყველაზე წარმატებულ 2019 წელთან შედარებით, ჯერჯერობით საქართველოში ტურიზმი 85%-ით არის აღდგენილი.
„თუ სხვა შოკები არ იქნება, მომავალ 2023 წელს ჩვენ პანდემიამდელ მაჩვენებლებს მივაღწევთ“, იმედოვნებს დელაროფი.
როგორც ოტელიერმა აღნიშნა, ტურიზმისა და ტურისტული ბიზნესის წარმატებული განვითარების მთავარი ფაქტორები ინფრასტრუქტურა, სავიზო შეზღუდვების არარსებობა და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისადმი ლოიალური დამოკიდებულებაა.
„უნდა გაგრძელდეს შიდა საინტერესო მიმართულებების გამოვლენა, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის საკმარისად ცნობილი უცხოელებისთვის. ყველაფერი დანარჩენი ისედაც გავქთ — ზღვა, ლამაზი მთები და სტუმართმოყვარეობა", — თქვა ექსპერტმა.
Accor-ის დირექტორი მიიჩნევს, რომ საქართველო ძალიან კარგად ართმევს თავს სამუშაოს უცხოელი ტურისტების მოსაზიდად.
„საქართველოს ირგვლივ მდებარე ყველა ქვეყანა სწორდება იმაზე, რასაც საქართველო აკეთებს ტურისტული კუთხით და ამით უფრო და უფრო უახლოვდებიან მაჩვენებლებს, რომლებიც მათ ტურისტული ნაკადების გაზრდაში ეხმარება“, — განაცხადა დელაროფმა.
Accor — ეს სასტუმროების ჯგუფია, რომელიც 40-ზე მეტ ბრენდს მართავს 110 ქვეყანაში. სასტუმროების საერთო რაოდენობა 5000-ს აჭარბებს. ამჟამად Accor საქართველოში სხვადასხვა სეგმენტის ხუთი სასტუმროთია წარმოდგენილი.
სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 185,5%-ით გაიზარდა. 11 თვეში ქვეყანამ მიიღო 4,8 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი, რითაც 2019 წლის მაჩვენებლები 55,9%-ით აღადგინა.
საქართველოს შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურობებიდან 2022 წლის ათი თვის განმავლობაში 2,8 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 184,4%-ით მეტია 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელზე. გარდა ამისა, შემოსავლებმა ასევე გადააჭარბა 2019 წელს, როდესაც საქართველო საერთაშორისო ვიზიტების პიკზე იყო.