https://sputnik-georgia.com/20221224/kemerovosi-moxucta-tavsesafarsi-xanzars-22-adamiani-emsxverpla-273373104.html
კემეროვოში მოხუცთა თავშესაფარში მომხდარ ხანძარს 22 ადამიანი ემსხვერპლა
კემეროვოში მოხუცთა თავშესაფარში მომხდარ ხანძარს 22 ადამიანი ემსხვერპლა
Sputnik საქართველო
მოხუცებულთა სახლის მობინადრეები გათბობის სისტემის გაუმართაობაზე ჩიოდნენ 24.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-24T15:45+0400
2022-12-24T15:45+0400
2022-12-24T15:46+0400
ახალი ამბები
რუსეთი
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/18/273371139_0:250:2753:1799_1920x0_80_0_0_00fe923a6abfb5c4fcde7bfa9aa35035.jpg
თბილისი, 24 დეკემბერი - Sputnik. რუსეთში, ქალაქ კემეროვოს მოხუცთა თავშესაფარში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. იუწყება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი.გარდა ამისა, დაშავდა კიდევ ექვსი პირი, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაში დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, იუწყება „რია ნოვოსტი“.მიმდინარეობს ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა. მოხუცთა სახლის მცხოვრებლები მიმართავდნენ მეწარმეს, რომელმაც კემეროვოში თავშესაფარი მოაწყო, რომ ქვანახშირის საქვაბე სისტემა გაუმართავი იყო, მაგრამ მას არ მიუღია რაიმე ზომები მის შესაკეთებლად, იუწყება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი.გამოძიების ინფორმაციით, 31 წლის ადგილობრივ მცხოვრებს ბრალი წაუყენეს ისეთი მომსახურების გაწევისთვის, რომელიც არ აკმაყოფილებს მომხმარებლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს და გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიკვდილი.შაბათს ღამით კემეროვოში, ტავრიჩესკაიას ქუჩაზე მდებარე კერძო მოხუცთა თავშესაფარში ხანძარი გაჩნდა, წინასწარი მონაცემებით, აალების ფართობი 180 კვადრატული მეტრი იყო. სასწრაფო დახმარების სამსახურებმა განაცხადეს, რომ მოხუცთა თავშესაფარს ლეგალური სტატუსი არ ჰქონდა.კემეროვოს ოლქის გუბერნატორმა სერგეი ცივილევმა განაცხადა, რომ რეგიონში ყველა მოხუცთა თავშესაფარი, განსაკუთრებით კერძო, ერთი კვირის განმავლობაში შემოწმდება. სისხლის სამართლის საქმე სამი მუხლით არის აღძრული და მას განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო განყოფილება იძიებს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/18/273371139_11:0:2742:2048_1920x0_80_0_0_3d27e9018bbd54fec4342d2279f7f665.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, რუსეთი, შემთხვევები
ახალი ამბები, რუსეთი, შემთხვევები
კემეროვოში მოხუცთა თავშესაფარში მომხდარ ხანძარს 22 ადამიანი ემსხვერპლა
15:45 24.12.2022 (განახლებულია: 15:46 24.12.2022) მოხუცებულთა სახლის მობინადრეები გათბობის სისტემის გაუმართაობაზე ჩიოდნენ
თბილისი, 24 დეკემბერი - Sputnik. რუსეთში, ქალაქ კემეროვოს მოხუცთა თავშესაფარში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. იუწყება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი.
გარდა ამისა, დაშავდა კიდევ ექვსი პირი, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაში დამწვრობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, იუწყება „რია ნოვოსტი“.
მიმდინარეობს ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა. მოხუცთა სახლის მცხოვრებლები მიმართავდნენ მეწარმეს, რომელმაც კემეროვოში თავშესაფარი მოაწყო, რომ ქვანახშირის საქვაბე სისტემა გაუმართავი იყო, მაგრამ მას არ მიუღია რაიმე ზომები მის შესაკეთებლად, იუწყება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი.
გამოძიების ინფორმაციით, 31 წლის ადგილობრივ მცხოვრებს ბრალი წაუყენეს ისეთი მომსახურების გაწევისთვის, რომელიც არ აკმაყოფილებს მომხმარებლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს და გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიკვდილი.
„წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცმა რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში მყოფი ადამიანების დროებითი განთავსებისთვის კერძო სახლი იქირავა. სახლის გათბობა ქვანახშირის ქვაბით ხორციელდებოდა. ინციდენტამდე ერთი დღით ადრე მობინადრეებმა ბრალდებულს აცნობეს, რომ ქვაბი იყო მწყობრიდან გამოსული, მაგრამ მას არანაირი ზომა არ მიუღია დანადგარის შესაკეთებლად“, - ნათქვამია საგამოძიებო კომიტეტის Telegram-ში გავრცელებულ განცხადებაში.
შაბათს ღამით კემეროვოში, ტავრიჩესკაიას ქუჩაზე მდებარე კერძო მოხუცთა თავშესაფარში ხანძარი გაჩნდა, წინასწარი მონაცემებით, აალების ფართობი 180 კვადრატული მეტრი იყო. სასწრაფო დახმარების სამსახურებმა განაცხადეს, რომ მოხუცთა თავშესაფარს ლეგალური სტატუსი არ ჰქონდა.
კემეროვოს ოლქის გუბერნატორმა სერგეი ცივილევმა განაცხადა, რომ რეგიონში ყველა მოხუცთა თავშესაფარი, განსაკუთრებით კერძო, ერთი კვირის განმავლობაში შემოწმდება. სისხლის სამართლის საქმე სამი მუხლით არის აღძრული და მას განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო განყოფილება იძიებს.