ძიუდო: საქართველომ წლის ბოლო ტურნირზე კიდევ ერთი ოქროს მედალი მოიპოვა

© Georgian Judo Federationილია სულამანიძე
ილია სულამანიძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2022
გამოწერა
საქართველოს ნაკრებმა წლის ბოლო ტურნირი ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ (100 კგ) Jerusalem Masters 2022-ის ტურნირის ბოლო დღეს, ხუთშაბათს ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალში ქართველმა სპორტსმენმა მესამე გაფრთხილების წყალობით დამატებით დროში ჰოლანდიელი სიმეონ კატარინა დაამარცხა და საქართველოს ნაკრებისთვის მეორე ოქროს მედალი მოიპოვა.
უფრო ადრე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი დავლატ ბობონოვი დაამარცხა.
ოთხშაბათს ოქროს მედალი მოიპოვა აგრეთვე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ), შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა ტურნირი ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა. პირველ ადგილზეა იაპონიის ნაკრები ექვსი მედლით, აქედან ორი მედალი უმაღლესი სინჯისაა.
მესამე საშეჯიბრო დღეს ბექა ღვინიაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი და მძიმეწონოსანი სოფია სომხიშვილი მედლების გარეშე დარჩნენ.
ტურნირში ხუთი კონტინენტის წარმომადგენელი 58 ქვეყნიდან 376 ძიუდოისტი მონაწილეობდა. შეჯიბრებები ჩატარდა იერუსალიმის სტადიონზე Pais Arena, რომელიც 11.000 მაყურებელს იტევს.
ყველა ახალი ამბავი
0