https://sputnik-georgia.com/20221223/zelenskis-stumroba-amerikasi-273385373.html
მოსაზრება: რას გამოიწვევს ზელენსკის სტუმრობა აშშ-ში
მოსაზრება: რას გამოიწვევს ზელენსკის სტუმრობა აშშ-ში
Sputnik საქართველო
მიხაილ კატკოვი 23.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-23T17:47+0400
2022-12-23T17:47+0400
2022-12-25T17:47+0400
ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/17/273347326_0:167:1601:1067_1920x0_80_0_0_bf0c2ef564c9bab8f8de59032a297555.jpg
მიხაილ კატკოვიწამყვანი ამერიკული მასმედიების მოსაზრებით, ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტმა მიზანს ვერ მიაღწია. ამასთან, როგორც ზოგიერთი კონგრესმენი აღნიშნავს, მისი გამოსვლა პარლამენტში სპექტაკლს უფრო ჩამოგავდა, ვიდრე დიალოგის გაბმის მცდელობას.შობის ქურდებიაშშ-ში ვიზიტი ზელენსკის პირველი გამგზავრება იყო ქვეყნის ფარგლებს გარეთ რუსეთის სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ. მისი მთავარი ამოცანა იყო მოლაპარაკება იარაღის ახალი პარტიების მიწოდებაზე. ამიტომ კონგრესში დიდხანს საუბრობდა უკრაინელი ჯარისკაცების გმირობაზე, რუსეთის მხრიდან საფრთხეზე და კიევის გამძლეობაზე, რომელსაც მსოფლიო საზოგადოებრიობის ყოველდღიური დახმარება სჭირდება.დეპუტატებმა ზელენსკი ოჯახის წევრივით მიიღეს. 18-ჯერ შეაწყვეტინეს გამოსვლა აპლოდისმენტებით. თითქოს ყველაფრის მისაცემად მზად იყვნენ, რასაც მოითხოვდა. მაგრამ ნოემბერში ჩატარებულმა შუალედურმა არჩევნებმა ბევრი რამ შეცვალა. ქვედა პალატა ერგოთ რესპუბლიკელებს, რომლებიც კიევის დაფინანსების მიმართ სკეპტიციზმს არ მალავენ.The Washington Post-ის ინფორმაციით, ზელენსკის სიტყვით გამოსვლის შემდეგ რესპუბლიკელების ხელმძღვანელმა წარმომადგენელთა პალატაში კევინ მაკარტიმ განაცხადა, რომ უკრაინას მხარს უჭერს, მაგრამ უნდა შეამოწმოს, როგორ იყენებენ ამერიკულ დახმარებას. კონგრესმენებმა ლორენ ბობერტმა და მეტ გაეტცმა სტუმარს ტაში არ დაუკრეს, დეპუტატმა ჩიპ როიმ კი ნანახს „პოლიტიკური თეატრი“ უწოდა. 213 რესპუბლიკელი კონგრესმენიდან მხოლოდ 86 მივიდა ზელენსკის მოსასმენად, აღნიშნავს გაზეთი Hill.Bloomberg-ის ცნობით, 22 დეკემბერს დემოკრატიულ პარტიას სურდა ოპერატიულად ეყარა კენჭი კიევისთვის 45 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის გამოყოფისთვის, მაგრამ ეს მხოლოდ მეორე მცდელობით მოახერხა. პირველად ინიციატივა რესპუბლიკელებმა დაბლოკეს.ჯო ბაიდენი ზელენსკის დაპირდა: ვაშინგტონი გეგმავს კიევის დახმარებას იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება. თუ რესპუბლიკელები გაჯიუტდებიან, უკრაინის არმიის მომარაგება ლენდ-ლიზითაც იქნება შესაძლებელი.ტანკები მშვიდობისთვისპირადად შეხვედრისას ზელენსკის არ მორიდებია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეურაცხყოფა. ამერიკელი უფრო თავშეკავებული იყო. The Washington Post ამას ხსნის იმით, რომ ბაიდენს არ სურს მოსკოვთან პირდაპირი შეტაკება.ამავე მიზეზით მან უარი თქვა უკრაინისთვის M1 Abrams ტანკების გადაცემაზე. ბაიდენის თქმით, ამან შეიძლება დაარღვიოს ნატოს ერთიანობა, რადგან მის წევრებს არ სურთ რუსეთთან ომი.Politico წერს, რომ ზელენსკი იმედგაცრუებულია. „მეტი „პატრიოტის“ მიღება გვსურდა“ , -აღნიშნა მან ამერიკელ ჩინოვნიკებთან და ჟურნალისტებთან საუბრისას და დასძინა: „სამწუხაროა“.კულისებშირუსი ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს შეხვედრა ბაიდენს უფრო სჭირდებოდა, ვიდრე ზელენსკის.„ამერიკელებმა ზელენსკი მსოფლიო დონის ლიდერად წარმოაჩინეს და თავისივე დაგებულ მახეში გაებნენ. უკრაინის პრეზიდენტმა წარმოიდგინა, რომ შეუძლია ამერიკის პოლიტიკის განსაზღვრა. ბეიდენმა ის დაიბარა და შეახსენა: მხოლოდ თეთრი სახლი წყვეტს, როგორ განვითარდება მოვლენები“, - ამბობს ექსპერტი ვლადიმერ ვასილიევი.ანალიტიკოს დენის დენისოვის აზრით, ამერიკელები კიევს ზუსტად იმდენ იარაღს აძლევენ, რამდენიც მათთვის საჭირო დონეზე კონფლიქტის შესანარჩუნებლადაა საჭირო. „ფრონტზე არსებულ სიტუაციას აანალიზებენ არა უკრაინის გენშტაბში, არამედ პენტაგონში და მიწოდების ნომენკლატურის შესახებ გადაწყვეტილებებსაც იქ იღებენ. კიევის ინტერესები მეორეხარისხოვანია“.რაც შეეხება ზელენსკის აუხდენელ ოცნებებს, სპეციალისტების აზრით, მიზეზი ის არის, რომ ამერიკელების ნახევარს არ სურს საბრძოლო მოქმედებებში უშუალოდ მონაწილეობა.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/17/273347326_0:0:1423:1067_1920x0_80_0_0_e7b301817d7b3a8a4883066e7d9eea05.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
წამყვანი ამერიკული მასმედიების მოსაზრებით, ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტმა მიზანს ვერ მიაღწია. ამასთან, როგორც ზოგიერთი კონგრესმენი აღნიშნავს, მისი გამოსვლა პარლამენტში სპექტაკლს უფრო ჩამოგავდა, ვიდრე დიალოგის გაბმის მცდელობას.
აშშ-ში ვიზიტი ზელენსკის პირველი გამგზავრება იყო ქვეყნის ფარგლებს გარეთ რუსეთის სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ. მისი მთავარი ამოცანა იყო მოლაპარაკება იარაღის ახალი პარტიების მიწოდებაზე. ამიტომ კონგრესში დიდხანს საუბრობდა უკრაინელი ჯარისკაცების გმირობაზე, რუსეთის მხრიდან საფრთხეზე და კიევის გამძლეობაზე, რომელსაც მსოფლიო საზოგადოებრიობის ყოველდღიური დახმარება სჭირდება.
დეპუტატებმა ზელენსკი ოჯახის წევრივით მიიღეს. 18-ჯერ შეაწყვეტინეს გამოსვლა აპლოდისმენტებით. თითქოს ყველაფრის მისაცემად მზად იყვნენ, რასაც მოითხოვდა. მაგრამ ნოემბერში ჩატარებულმა შუალედურმა არჩევნებმა ბევრი რამ შეცვალა. ქვედა პალატა ერგოთ რესპუბლიკელებს, რომლებიც კიევის დაფინანსების მიმართ სკეპტიციზმს არ მალავენ.
The Washington Post-ის ინფორმაციით, ზელენსკის სიტყვით გამოსვლის შემდეგ რესპუბლიკელების ხელმძღვანელმა წარმომადგენელთა პალატაში კევინ მაკარტიმ განაცხადა, რომ უკრაინას მხარს უჭერს, მაგრამ უნდა შეამოწმოს, როგორ იყენებენ ამერიკულ დახმარებას. კონგრესმენებმა ლორენ ბობერტმა და მეტ გაეტცმა სტუმარს ტაში არ დაუკრეს, დეპუტატმა ჩიპ როიმ კი ნანახს „პოლიტიკური თეატრი“ უწოდა. 213 რესპუბლიკელი კონგრესმენიდან მხოლოდ 86 მივიდა ზელენსკის მოსასმენად, აღნიშნავს გაზეთი Hill.
Bloomberg-ის ცნობით, 22 დეკემბერს დემოკრატიულ პარტიას სურდა ოპერატიულად ეყარა კენჭი კიევისთვის 45 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტის გამოყოფისთვის, მაგრამ ეს მხოლოდ მეორე მცდელობით მოახერხა. პირველად ინიციატივა რესპუბლიკელებმა დაბლოკეს.
ჯო ბაიდენი ზელენსკის დაპირდა: ვაშინგტონი გეგმავს კიევის დახმარებას იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება. თუ რესპუბლიკელები გაჯიუტდებიან, უკრაინის არმიის მომარაგება ლენდ-ლიზითაც იქნება შესაძლებელი.
პირადად შეხვედრისას ზელენსკის არ მორიდებია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეურაცხყოფა. ამერიკელი უფრო თავშეკავებული იყო. The Washington Post ამას ხსნის იმით, რომ ბაიდენს არ სურს მოსკოვთან პირდაპირი შეტაკება.
ამავე მიზეზით მან უარი თქვა უკრაინისთვის M1 Abrams ტანკების გადაცემაზე. ბაიდენის თქმით, ამან შეიძლება დაარღვიოს ნატოს ერთიანობა, რადგან მის წევრებს არ სურთ რუსეთთან ომი.
Politico წერს, რომ ზელენსკი იმედგაცრუებულია. „მეტი „პატრიოტის“ მიღება გვსურდა“ , -აღნიშნა მან ამერიკელ ჩინოვნიკებთან და ჟურნალისტებთან საუბრისას და დასძინა: „სამწუხაროა“.
რუსი ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს შეხვედრა ბაიდენს უფრო სჭირდებოდა, ვიდრე ზელენსკის.
„ამერიკელებმა ზელენსკი მსოფლიო დონის ლიდერად წარმოაჩინეს და თავისივე დაგებულ მახეში გაებნენ. უკრაინის პრეზიდენტმა წარმოიდგინა, რომ შეუძლია ამერიკის პოლიტიკის განსაზღვრა. ბეიდენმა ის დაიბარა და შეახსენა: მხოლოდ თეთრი სახლი წყვეტს, როგორ განვითარდება მოვლენები“, - ამბობს ექსპერტი ვლადიმერ ვასილიევი.
ანალიტიკოს დენის დენისოვის აზრით, ამერიკელები კიევს ზუსტად იმდენ იარაღს აძლევენ, რამდენიც მათთვის საჭირო დონეზე კონფლიქტის შესანარჩუნებლადაა საჭირო. „ფრონტზე არსებულ სიტუაციას აანალიზებენ არა უკრაინის გენშტაბში, არამედ პენტაგონში და მიწოდების ნომენკლატურის შესახებ გადაწყვეტილებებსაც იქ იღებენ. კიევის ინტერესები მეორეხარისხოვანია“.
რაც შეეხება ზელენსკის აუხდენელ ოცნებებს, სპეციალისტების აზრით, მიზეზი ის არის, რომ ამერიკელების ნახევარს არ სურს საბრძოლო მოქმედებებში უშუალოდ მონაწილეობა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე