ხაშურში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოვლინდა

© Pixabay / radex118ხეტყის ჭრა
ხეტყის ჭრა - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2022
გამოწერა
მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტში ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
უწყების ცნობით, ხაშურში რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე მოქალაქეს განთავსებული ჰქონდა 16 ერთეული ფიჭვის სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხეტყე (მორი).
გარდა ამისა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ მიწობში უკანონო ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოავლინეს, რომელიც მოქალაქეს საკარმიდამო ეზოში ჰქონდა მოწყობილი.
აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებული მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებას გადაეგზავნა.
ყველა ახალი ამბავი
0