„თანამშრომლობის მაგალითი" - ოპოზიცია საარჩევნო კოდექსში ცვლილებებით კმაყოფილია

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2022
გამოწერა
ცვლილებების თანახმად, 2024 წელს ქვეყანაში არჩევნები თითქმის სრულად ელექტრონული სისტემით ჩატარდება, ასევე გამკაცრდება კონტროლი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე, ცვლილებებია გასაჩივრების ვადებშიც.
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებები არის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ და ოპოზიციის თანამშრომლობის მაგალითი, განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ.
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომლებიც ითვალისწინებს ელექტრონული კენჭისყრის სისტემის დანერგვას, საარჩევნო კომისიების ფორმირებისა და დამკვირვებლების რეგისტრაციის ახალ წესებს. პროექტში, რომელსაც მხარი 93-მა დეპუტატმა დაუჭირა, გათვალისწინებულია ვენეციის კომისიისა და OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციების უმეტესობა, რომლებიც მათ წარმოადგინეს პროექტის საწყისი ვერსიის შესწავლის შემდეგ.

„საარჩევნო კოდექსი არის იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში „ქართულმა ოცნებამ“ ითანამშრომლოს და მოუსმინოს ოპოზიციას. გათვალისწინებულია არა ყველა, მაგრამ მთელი რიგი საკითხები. ეს არის მოთხოვნებთან შესაბამისობაში წინ გადადგმული ნაბიჯი. სწორედ ამიტომაც ეს ინიციატივა ერთხმად მივიღეთ", – განაცხადა სამნიძემ.

ცვლილებების მიღება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად – აუცილებელი პუნქტია საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
ყველა ახალი ამბავი
0