მოსაზრება: სსო რუსეთის შეიარაღებული ძალების განვითარებას აკორექტირებს

© photo: Sputnik / Konstantin Mikhalchevskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2022
გამოწერა
უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთი დადებითი შედეგი რუსეთის შეიარაღებული ძალების მზარდი ძალაა. დინამიკურად იცვლება შემადგენლობა, სტრუქტურა, აღჭურვილობა, რიცხოვნობა.
21 დეკემბერს მოსკოვში ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის გაფართოებული სხდომა გაიმართა. კოლეგიის მონაწილეებმა 2022 წელს რუსეთის შეიარაღებული ძალების საქმიანობის შედეგები შეაჯამეს და სამხედრო მშენებლობის ამოცანები და პერსპექტივები განსაზღვრეს.
რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რუსეთის საზღვრების მახლობლად ნატოს სამხედრო პოტენციალის ზრდის გათვალისწინებით, აუცილებელია ადეკვატური ნაბიჯების გადადგმა. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დამსწრეებს შესთავაზა:
რუსეთის შეიარაღებული ძალების საშტატო შემადგენლობის 1,5 მლნ სამხედრო მოსამსახურემდე გაზრდა;
ორი ახალი სამხედრო ოლქის - მოსკოვისა და ლენინგრადის შექმნა;
წვევამდელთა ასაკის 18-დან 21 წლამდე ეტაპობრივად გაზრდა და ზედა ზღვარად 30 წლის დაწესება;
სამხედრო მოსამსახურისთვის სამსახურის პირველივე დღიდან კონტრაქტის ნებაყოფლობით დადების უფლების მიცემა.
ფინეთისა და შვედეთის ხარჯზე ნატოს გაფართოება, საბრძოლო მოქმედებები სპეცოპერაციის ზონაში, მოითხოვს საჯარისო კორპუსის ფორმირებას კარელიაში, სამი მოტომსროლელი დივიზიის ფორმირებას ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში და სხვ.
საარტილერიო რეზერვის შესაქმნელად აუცილებელია ხუთი საარტილერიო დივიზია და მძლავრი საარტილერიო ბრიგადები. სერგეი შოიგუმ დამსწრეთ შესთავაზა ასევე დამატებით რვა ბომბდამშენი საავიაციო პოლკის, ერთი გამანადგურებელი საავიაციო პოლკის, საჯარისო ავიაციის ექვსი ბრიგადის შექმნა და მოქმედი შვიდი მოტომსროლელი ბრიგადისა და საზღვაო ქვეითის ხუთი ბრიგადის დივიზიებად გარდაქმნა.
ყველა ეს გეგმა მოიწონა ვლადიმერ პუტინმა და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების პოტენციალის ზრდა ქვეყნის ეკონომიკას არ დააზარალებს.

ცხელი წერტილები

წვევამდელების ასაკის ეტაპობრივი ცვლილება ყველაზე დიდ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს. რუსეთსა და დსთ-ში გაწვევა ასე თუ ისე ყველა ოჯახს ეხება. როსსტატის 2022 წლის 1 იანვრის მონაცემებით, რუსეთში ცხოვრობს 17-დან 26 წლამდე ასაკის 7,2 მლნ ადამიანი და 20-დან 29 წლამდე ასაკის 7,5 ადამიანი. ამასთან, რუსეთის კანონმდებლობა ახალგაზრდის ასაკს განსაზღვრავს 35 წლამდე, ხოლო გაწვევა ყოველწლიურად ეხება 250 ათას ადამიანს.
წვევამდელების ასაკის გაზრდა ლოგიკურად გამოიყურება. სკოლის დამთავრებიდან ოთხ წელიწადში ახალგაზრდა მოასწრებს საშუალო სპეციალური ან უმაღლესი განათლების მიღებას, უფრო მოღონიერდება ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად და უფრო სწრაფად აითვისებს სამხედრო საქმეს. გეგმების გათვალისწინებით, კონტრაქტით მოსამსახურეთა რაოდენობა თითქმის ორჯერ გაიზრდება - 695 ათასამდე.
გაწვევის ანალოგიური ასაკი დღეს მოქმედებს ბრაზილიაში, თურქეთში (20 წელი). შესადარებლად, აშშ-ისა და ბრიტანეთის არმიებში იღებენ 17 და 16 წლის ჯარისკაცებს.
გარდაქმნების პროექტში არანაკლებ საინტერესოა შეიარაღებული ძალების გადაიარაღების საკითხი. მიუხედავად სპეცოპერაციაში უამრავი საბრძოლო მასალის დახარჯვისა, რუსეთს სულ უფრო მეტი რაკეტა და ჭურვი აქვს. დაფინანსება საბრძოლო მასალის 30%-ით, ხოლო სარაკეტო-საარტილერიო შეიარაღებისა და საავიაციო გამანადგურებელი საშუალებების 109%-ით გაზრდის შესაძლებლობას იძლევა.
რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტმა 2022 წელს მიიღო ყველაზე თანამედროვე ატომური წყალქვეშა კრეისერი „გენერალისიმუს სუვოროვი“ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტებით, ექვსი წყალზედა ხომალდი, სამი საბრძოლო კატარღა, 11 უზრუნველყოფის ხომალდი, ორი სანაპირო სარაკეტო კომპლექსი. სრულდება ჰიპერბგერითი რაკეტებით დატვირთული მოდერნიზებული ფრეგატის „ადმირალ გორშკოვის“ ზღვაში გასვლისთვის მზადება.
აღსანიშნავია, რომ სპეცოპერაციის ზონაში ნატოს ქვეყნებმა რამდენჯერმე გაზარდეს კიევისთვის სამხედრო დახმარება და უკვე 97 მლრდ დოლარი დახარჯეს. უკრაინისთვის დაზვერვაში მონაწილეობს აშშ-ის და ნატოს 500 კოსმოსური აპარატი. კოლექტიური დასავლეთი ცდილობს რუსეთის დასუსტებას. ამიტომ 2023 წლისთვის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტული ამოცანებია:
სპეცოპერაციის გაგრძელება ამოცანების შესრულებამდე;
მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება მთიან ყარაბაღსა და სირიაში;
ოპერატიული და საბრძოლო მომზადების ღონისძიებების რეალიზება, მათ შორის, ჯარის მანევრებისა „დასავლეთი-2023“;
ჯარისთვის მაღალი სიზუსტის ჰიპერბგერითი სარაკეტო კომპლექსების „კინჟალისა“ და „ცირკონის“ მიწოდების გაზრდა;
სამხედრო-საზღვაო ფლოტში ატომური წყალქვეშა კრეისერის „იმპერატორ ალექსანდრე III-ის“, ოთხი წყალქვეშა ნავისა და 12 წყალზედა ხომალდის მიღება;
სტრატეგიულ ბირთვულ ძალებში სამი სტრატეგიული რაკეტმზიდის Ту-160М-ის ჩართვა;
სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალებში კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების 22 გამშვები დანადგარის მუდმივი საბრძოლო მორიგეობის დაწყება.
ასე რომ, რუსეთის მაღალი თავდაცვითი შესაძლებლობები უპირობოა. აღმოსავლეთით გაფართოება, აგრესია და ნატოს მარიონეტული ომები რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან უგუნურია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0