სამხარაძე: სააკაშვილის მკურნალობა სახელმწიფოს 200 ათასი ლარი დაუჯდა

© photo: Sputnik / Stringerმიხეილ სააკაშვილი კლინიკაში
მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში  - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2022
გამოწერა
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. პატიმარ მიხეილ სააკაშვილის უფლებების შელახვაზე საუბარიც ვერ იქნება, ვინაიდან მისი შენახვა სახელმწიფოს უკვე ასობით ათასი ლარი დაუჯდა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნიკოლოზ სამხარაძემ.

„რომელ უფლებების შელახვაზეა საუბარი, როდესაც ეს კონკრეტული მსჯავრდებული უკვე თითქმის წელიწადია მკურნალობს კლინიკაში და ეს მკურნალობა სახელმწიფოს 200.000 ლარი უჯდება?!“ — აღნიშნა სამხარაძემ.

მისი თქმით, ის ყოველივე, რაც ახლა ექს-პრეზიდენტთან დაკავშირებით ხდება, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაფინანსებული კამპანიის ნაწილია, რომელიც სააკაშვილის „მართლმსაჯულებისგან როგორმე დაძრომას“ ითვალისწინებს.
სამხარაძეს მიაჩნია, რომ საერთაშორისო, მიუკერძოებელი პარტნიორებისა და ოფიციალური პირების ამაში დარწმუნება საკმაოდ მარტივია, ვინაიდან ამის საშუალებას თავად პროცესი იძლევა.
„მოწამვლის ფაქტი ჯერ თვითონ სააკაშვილმა უარყო, შემდეგ მისმა ადვოკატებმაც თქვეს, რომ მათ მსგავსი რამ არასდროს უთქვამთ. თუმცა, ამის საპირისპიროდ საერთაშორისო მედიაკამპანიას ვხედავთ, სადაც სტატიები დაიბეჭდა, რომ მოწამლულია. შესაბამისად, თვითონ პროცესი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი საერთაშორისო, მიუკერძოებელი პარტნიორები და ოფიციალური პირები ძალიან მარტივად დავარწმუნოთ იმაში, რომ ის ყველაფერი, რაც აქ ხდება, კამპანიის ნაწილია, რათა სააკაშვილი როგორმე დაუძვრეს მართლმსაჯულებას“, — აღნიშნა სამხარაძემ.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად დაბრუნდა 2021 წლის 29 სექტემბერს, 1 ოქტომბერს დააკავეს თბილისში.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს განიხილავს.
სააკაშვილს უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამ დროისათვის მიხეილ სააკაშვილი კლინიკა“ ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს.
ყველა ახალი ამბავი
0