რუსეთი არ მიჰყიდის ნავთობს იმ ქვეყნებს, რომლებიც ფასების ზედა ზღვრის დაცვას მოითხოვენ

© photo: Sputnik / Grigoriy Sysoev / გადასვლა მედიაბანკშიალექსანდრ ნოვაკი
ალექსანდრ ნოვაკი - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2022
გამოწერა
პრეზიდენტი ამზადებს ბრძანებულებას ევროკავშირში ნავთობზე ფასების ზღვრის დაწესებაზე საპასუხო ზომების შესახებ, აღნიშნა რუსეთის ვიცე-პრემიერმა.
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. რუსეთი ზღვრული ფასების დაწესების საპასუხოდ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდების აკრძალვას გეგმავს იმ ქვეყნებისა და იურიდიული პირებისთვის, რომლებიც კონტრაქტში ამ პირობის დაცვას მოითხოვენ, განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა.
მისი თქმით, ქვეყანა მზადაა ამასთან დაკავშირებით შეამციროს მოპოვება, რამაც 2023 წლის დასაწყისისთვის შეიძლება 5-7% შეადგინოს.

„ამიტომ მზად ვართ, შევამციროთ ნაწილობრივი მოპოვება; მომდევნო წლის დასაწყისში შემცირება შეიძლება გვქონდეს დაახლოებით 500-700 ათასი ბარელი დღე-ღამეში. ეს ჩვენთვის დაახლოებით 5-7%-ია“, – განაცხადა ნოვაკმა ტელეარხ „როსია 24“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მან აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ამზადებს ბრძანებულებას ევროკავშირში და G7-ის ქვეყნებში ნავთობზე ფასების ზღვრის დაწესებაზე საპასუხო ზომების შესახებ.
„ამ ბრძანებულების ფარგლებში აიკრძალება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდება იმ ქვეყნებსა და იმ იურიდიული პირებისთვის, რომლებიც კონტრაქტებში მოითხოვენ ევროკავშირის მიერ დაწესებული ზღვრული ფასების შესაბამისობას“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
მისი თქმით, ეს მოცულობა უმნიშვნელოა, მაგრამ მაინც „ასეთი რისკები არსებობს“.
ნოვაკის განცხადებით, რუსეთში, წლის შედეგებით, გაზის მოპოვება 18-20%-ით, 671 მილიარდ კუბურ მეტრამდე შემცირდება.
ამასთან, რუსეთში, წლის შედეგებით, ნავთობის მოპოვება 2%-ით, 535 მილიონ ტონამდე გაიზრდება, ხოლო ნავთობის გადამუშავება გაიზრდება 5%-ით.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0