https://sputnik-georgia.com/20221223/bdrijani-nigvzit-recepti-video-273343246.html
როგორ მოვამზადოთ ბადრიჯანი ნიგვზით - ვიდეოგაკვეთილი
როგორ მოვამზადოთ ბადრიჯანი ნიგვზით - ვიდეოგაკვეთილი
Sputnik საქართველო
ბადრიჯანი ნიგვზით — ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი კერძი, რომელიც ხშირად მზადდება დღესასწაულებზე. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ მზადდება ეს... 23.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-23T12:41+0400
2022-12-23T12:41+0400
2022-12-23T16:13+0400
ვიდეო
მულტიმედია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23434/89/234348948_0:43:1475:873_1920x0_80_0_0_5c28a16794520b08203a5ce9c3835ef9.jpg
„Sputnik–საქართველომ“ თქვენთვის მოამზადა ვიდეო-რეცეპტი, რომელშიც თანმიმდევრობით გიჩვენებთ, როგორ მოამზადოთ საახალწლოდ ბადრიჯანი ნიგვზით.მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ: ბადრიჯანი, ნიგოზი, ხახვი, ბროწეული, ნიორი, ქინძი, დაფქული ქინძი, დაფქული წითელი წიწაკა, მარილი, უცხო სუნელი და მზესუმზირის ზეთი. დავჭრათ ბადრიჯანი გრძლად და ერთი საათით ჩავდოთ მარილიან წყალში. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ მზესუმზირის ზეთში.ავურიოთ მოშუშული ხახვი, გატარებული ნიგოზი ნიორთან ერთად, სუნელები და მარილი, დავამატოთ ცოტა გაგრილებული ანადუღარი წყალი და ავურიოთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ.შევწვათ ბადრიჯანი მზესუმზირის ზეთში ორივე მხრიდან. დავაწყოთ შემწვარი ბადრიჯანი სამზარეულოს ხელსახოცზე, რომ მან ზედმეტი ცხიმი შეიწოვოს. დავჭრათ ქინძი და ავურიოთ ნიგვზიან მასას, დავამატოთ ძმარი. წავუსვათ ნიგვზიანი მასა ბადრიჯნის შემწვარ ნაწილებს, მოვაყაროთ ბროწეული და რულეტივით გადავახვიოთ.გემრიელად მიირთვით!
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბადრიჯანი ნიგვზით
Sputnik საქართველო
ბადრიჯანი ნიგვზით
2022-12-23T12:41+0400
true
PT2M29S
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23434/89/234348948_126:0:1459:1000_1920x0_80_0_0_3fb74f98814066d08a550ffcb2c6d56f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვიდეო, მულტიმედია, видео
როგორ მოვამზადოთ ბადრიჯანი ნიგვზით - ვიდეოგაკვეთილი
12:41 23.12.2022 (განახლებულია: 16:13 23.12.2022) ბადრიჯანი ნიგვზით — ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი კერძი, რომელიც ხშირად მზადდება დღესასწაულებზე. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ მზადდება ეს სადღესასწაულო კერძი.
„Sputnik–საქართველომ“ თქვენთვის მოამზადა ვიდეო-რეცეპტი, რომელშიც თანმიმდევრობით გიჩვენებთ, როგორ მოამზადოთ საახალწლოდ ბადრიჯანი ნიგვზით.
მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ: ბადრიჯანი, ნიგოზი, ხახვი, ბროწეული, ნიორი, ქინძი, დაფქული ქინძი, დაფქული წითელი წიწაკა, მარილი, უცხო სუნელი და მზესუმზირის ზეთი. დავჭრათ ბადრიჯანი გრძლად და ერთი საათით ჩავდოთ მარილიან წყალში. წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ მზესუმზირის ზეთში.
ავურიოთ მოშუშული ხახვი, გატარებული ნიგოზი ნიორთან ერთად, სუნელები და მარილი, დავამატოთ ცოტა გაგრილებული ანადუღარი წყალი და ავურიოთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ.
შევწვათ ბადრიჯანი მზესუმზირის ზეთში ორივე მხრიდან. დავაწყოთ შემწვარი ბადრიჯანი სამზარეულოს ხელსახოცზე, რომ მან ზედმეტი ცხიმი შეიწოვოს. დავჭრათ ქინძი და ავურიოთ ნიგვზიან მასას, დავამატოთ ძმარი. წავუსვათ ნიგვზიანი მასა ბადრიჯნის შემწვარ ნაწილებს, მოვაყაროთ ბროწეული და რულეტივით გადავახვიოთ.
გემრიელად მიირთვით!