პეტერბურგში ქართულ-რუსული ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა

  - Sputnik საქართველო, 1920, 23.12.2022
გამოწერა
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის კონსტრუქციული დიალოგის დამყარების პერსპექტივები არსებობს და ისინი ორივე სახელმწიფოს ლიდერების ნებაზეა დამოკიდებული, განაცხადა პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ რუსულ-ქართულ ახალგაზრდულ ფორუმზე.
22 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში რუსეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობებისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიხსნა. მისი მიზანია რუსეთ-საქართველოს ახალგაზრდული თანამშრომლობის განვითარება, მეგობრული და პროფესიული კავშირების განმტკიცება ორი ქვეყნის ახალგაზრდულ ლიდერებს შორის.
„დიალოგი რთული იქნება, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ არის. ჩვენ უნდა შევქმნათ კომუნიკაციის ფორმატი, რომელიც ეფუძნება საქართველოში მცხოვრები ხალხების ნებასა და რუსეთის ისტორიულ ინტერესებს რეგიონში. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენი ხალხების ღირსეული მომავლის სახელით, “ განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ფორუმის მონაწილეებს მიმართეს რუსეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა არტიომ ფომინმა და გორჩაკოვის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე დარია ლობანოვამ.
„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ქვეყნებისთვის ამ მნიშვნელოვანი პროექტის ნაწილი გავხდით. რუსეთისა და საქართველოს ახალგაზრდებთან მუშაობა არის ის, რაშიც წლისა თუ დღის ნებისმიერ დროს წვლილის შესატანად ვართ მზად“, — აღნიშნა ლობანოვამ.
მისი თქმით, 2013 წელს თბილისში ქართულ-რუსული ცენტრის დაარსების შემდეგ ორგანიზაცია ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუწყოს დიალოგს სამოქალაქო საზოგადოებების დონეზე.
მიუხედავად ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, ცენტრის საქმიანობის დაწყებიდან ყოველწლიურად ეწყობა რუსული ენის უფასო კურსები ყველა მსურველისთვის. გარდა ამისა, რეგულარულად იმართება მრგვალი მაგიდები, ლექციები, შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან.
რუსეთის ახალგაზრდობისა და ბავშვთა ასოციაციების ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე გრიგორი პეტუშკოვმა რუსულ-ქართულ ახალგაზრდულ დიალოგს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აქტუალური უწოდა.
მისი თქმით, ორმხრივი თანამშრომლობა ხელს უწყობს სტერეოტიპების დაძლევასა და ერთობლივი გადაწყვეტილებების მოძიებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ჰუმანიტარულ თანამშრომლობას.
„რუსეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქართველი ხალხის ახალგაზრდა თაობასთან ურთიერთობების განმტკიცებას. ჩვენ გვაკავშირებს მრავალსაუკუნოვანი ძლიერი ძაფები — მეცნიერებისა და კულტურის, რელიგიის, სახელმწიფო მშენებლობის სფეროში", — ხაზგასმით აღნიშნა პეტუშკოვმა.
ღონისძიებას ესწრებოდა 40 ახალგაზრდა პროფესიონალი საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკის, ეკონომიკის, რეგიონული კვლევების, კულტურული კვლევების დარგში, საერთაშორისო აქტივობებში და სახალხო დიპლომატიის საკითხებში ჩართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტივისტები, ადგილობრივი და რეგიონული თვითმმართველობის, ხელისუფლების, სააგენტოების წარმომადგენლები, სპეციალიზებული ფაკულტეტების სტუდენტები და კურსდამთავრებულები, ორი ქვეყნის ჟურნალისტები.
ფორუმის ორგანიზატორი იყვნენ: რუსეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტრო, უმაღლესი განათლების ფედერალური სახელმწიფო საბიუჯეტო საგანმანათლებლო დაწესებულება "MIREA - რუსული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი", სანქტ-პეტერბურგის ფონდი "საერთაშორისო და რეგიონული პოლიტიკის ცენტრი", საზოგადოებრივი გაერთიანებების ასოციაცია"რუსეთის ახალგაზრდობისა და ბავშვთა ასოციაციების ეროვნული საბჭო", ა.მ. გორჩაკოვის სახელობის სახალხო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდი.
ყველა ახალი ამბავი
0