https://sputnik-georgia.com/20221223/-----------273353789.html
ახალი წლის დღეებში თბილისსა და ბათუმს შორის მატარებლის დამატებითი რეისები დაინიშნა
ახალი წლის დღეებში თბილისსა და ბათუმს შორის მატარებლის დამატებითი რეისები დაინიშნა
Sputnik საქართველო
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. შობა–ახალი წლის დღესასწაულებზე გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო ბათუმის მიმართულებით მატარებლის დამატებითი რეისები დაინიშნა... 23.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-23T18:40+0400
2022-12-23T18:40+0400
2022-12-23T20:50+0400
საქართველო
საზოგადოება
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23449/59/234495945_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_147a5cb0d4b5e9d3a5e420e899c56f4e.jpg
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. შობა–ახალი წლის დღესასწაულებზე გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო ბათუმის მიმართულებით მატარებლის დამატებითი რეისები დაინიშნა. ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.თბილისი–ბათუმი–თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები 27 დეკემბრიდან 9 იანვრამდე პერიოდში შესრულდება.კომპანიის ინფორმაციით, 27-31 დეკემბრის და 2-9 იანვრის პერიოდში მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 10:25 საათზე და ბათუმში ჩავა 15:38 საათზე, ბათუმიდან კი გამოვა 17:15-ზე და თბილისში ჩამოვა 22:20 საათზე.ამას გარდა, 28-31 დეკემბრის პერიოდში თბილისიდან ბათუმის მიმართულებით კიდევ ერთი მატარებელი გავა 00:35 საათზე და დანიშნულების ადგილზე ჩავა 05:47 საათზე. ბათუმიდან კი მატარებელი გამოვა 00:45 საათზე და თბილისში იქნება 05:50 საათზე.მგზავრებს მატარებლების მოძრაობის განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ „საქართველოს რკინიგზის" ვებ-გვერდზე.ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდის საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატებით, „საქართველოს რკინიგზის" სალაროებში და „საქართველოს რკინიგზის“ პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23449/59/234495945_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_47c64d4af5f50a4066843cadcb565c67.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში
საქართველო, საზოგადოება, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში
ახალი წლის დღეებში თბილისსა და ბათუმს შორის მატარებლის დამატებითი რეისები დაინიშნა
18:40 23.12.2022 (განახლებულია: 20:50 23.12.2022) თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. შობა–ახალი წლის დღესასწაულებზე გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო ბათუმის მიმართულებით მატარებლის დამატებითი რეისები დაინიშნა. ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
თბილისი–ბათუმი–თბილისის მიმართულებით დამატებითი რეისები 27 დეკემბრიდან 9 იანვრამდე პერიოდში შესრულდება.
კომპანიის ინფორმაციით, 27-31 დეკემბრის და 2-9 იანვრის პერიოდში მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 10:25 საათზე და ბათუმში ჩავა 15:38 საათზე, ბათუმიდან კი გამოვა 17:15-ზე და თბილისში ჩამოვა 22:20 საათზე.
ამას გარდა, 28-31 დეკემბრის პერიოდში თბილისიდან ბათუმის მიმართულებით კიდევ ერთი მატარებელი გავა 00:35 საათზე და დანიშნულების ადგილზე ჩავა 05:47 საათზე. ბათუმიდან კი მატარებელი გამოვა 00:45 საათზე და თბილისში იქნება 05:50 საათზე.
მგზავრებს მატარებლების მოძრაობის განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ „საქართველოს რკინიგზის"
ვებ-გვერდზე.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდის საშუალებით, სწრაფი გადახდის აპარატებით, „საქართველოს რკინიგზის" სალაროებში და „საქართველოს რკინიგზის“ პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.