მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კაპიტან პავლოს საჩუქარი: ზელენსკიმ ბაიდენს უკრაინული ჯილდო გადასცა - ვიდეო

  - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2022
გამოწერა
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თეთრ სახლში შეხვედრისას საჩუქრად უკრაინული ორდენი გადასცა, იუწყება „ამერიკის ხმა“.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის სახელმწიფო ჯილდო — „საბრძოლო დამსახურებების ჯვარი“, რომელიც საბრძოლო დავალების შესრულების დროს გამოჩენილი პირადი სიმამაცისა და თავდადების, სიცოცხლისათვის საშიშ პირობებში ჩადენილი გმირობისთვის ენიჭებათ, უკრაინის ლიდერს ამერიკელ კოლეგასთან ჯილდოს მანამდელმა მფლობელმა, HIMARS-ის ქვედანაყოფის კაპიტანმა, სახელად პავლომ გაატანა.
თეთრი სახლის ცნობით, მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიცერი ვოლოდიმირ ზელენსკის ბახმუტში შეხვდა და თავისი ჯილდო ჯო ბაიდენისთვის საჩუქრად გადასცა მადლიერების ნიშნად.
გარდა ამისა, უკრაინელმა კაპიტანმა ამერიკის ლიდერს სამადლობელი წერილიც მისწერა მისი ქვეყნის მხარდაჭერისთვის.

„არ დამიმსახურებია, მაგრამ ძალიან ღირებულია“, — თქვა ბაიდენმა საჩუქრის მიღებისას.

ამასთან ის ზელენსკის უკრაინელი ოფიცრისთვის იმ სამახსოვრო მონეტის გაგზავნას დაჰპირდა, რომელიც მისმა აწ განსვენებულმა ვაჟმა — ბო ბაიდენმა ჩამოიტანა ერაყის ბრძოლის ველიდან.
როგორც „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი წერს Twitter-ზე, მას შემდეგ, რაც პრესამ ოვალური კაბინეტი დატოვა, ბაიდენმა ზელენსკის ორი სამახსოვრო მონეტა აჩუქა — ერთი უკრაინელი გმირი პავლოსთვის, მეორე — თავად პრეზიდენტისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0