საქართველოს გზებზე ავტომობილების რაოდენობა იზრდება - სტატისტიკა

გამოწერა
საქართველოში ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაზეც სტატისტიკაც მოწმობს.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, საქართველოში ავტომობილების მფლობელთა რაოდენობა გაიზარდა და 48%-ს მიაღწია, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ 2017 წელს ეს მაჩვენებელი 31%-ს შეადგენდა. საშუალო წლიური ზრდა 8-9%-ია, რაც ნიშნავს, რომ 5-7 წელიწადში საქართველო მიაღწევს ავტომობილის ფლობის საშუალო ევროპულ მაჩვენებელს – 70%-ს.
კალაძის თქმით, ევროკავშირის ქვეყნებში კვირაში ხუთი ან მეტი დღით ავტომობილს იყენებს მოსახლეობის მხოლოდ 8%, ხოლო საქართველოში – 92%. თუ 2017 წელს დედაქალაქში 380 ათასამდე ავტომობილი გადაადგილდებოდა, დღეისათვის პიკის საათებში თბილისში 600 ათასზე მეტი ავტომობილი გადაადგილდება.
თბილისის მერია უკვე რამდენიმე წელია სატრანსპორტო რეფორმას ატარებს, რომლის მთავარი მიზანია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყოს უფრო კომფორტული, გამართული და ხელმისაწვდომი, ასევე განიტვირთოს ქალაქი „საცობებისგან“.
ყველა ახალი ამბავი
0