ტურიზმის ადმინისტრაცია საფეხმავლო ტურიზმის განვითარებაზე მუშაობს

© Pixabay / Free-Photos
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2022
გამოწერა
ტურიზმის ადმინისტრაციამ შვიდ რეგიონში ჯამში 227 კმ სიგრძის საფეხმავლო ბილიკები მოაწყო.
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებისთვის ქვეყნის შვიდ რეგიონში საფეხმავლო ბილიკები მოაწყო, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.

კერძოდ, აჭარაში, გურიის, სამეგრელო–ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 227 კმ საერთო სიგრძის 28 საფეხმავლო ბილიკი მონიშნა და ინფრასტრუქტურა მოაწყო. ამ რეგიონებში დამონტაჟდა მიმართულების მანიშნებელი ასობით დაფა, ასევე საინფორმაციო დაფები.

მონიშნული ბილიკები მოლაშქრეებს საშუალებას აძლევს, გზის აუცდენლად იმოგზაურონ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ბილიკები ძირითადად მარტივი და საშუალო სირთულისაა, რაც ლაშქრობის მსურველებს უადვილებს ამოცანას, მოინახულონ მთები, ტბები, ხეობები, ჩანჩქერები და ისტორიული ძეგლები, აღნიშნულია განცხადებაში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფეხმავლო ბილიკებს სხვადასხვა ადგილზე ყოველ წელს ნიშნავს. პროექტის მთავარი მიზანია საფეხმავლო ბილიკების ქსელის განვითარება და მათი ერთმანეთთან დაკავშირება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0