რუსეთის ფედერაციის საბჭოში ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტი შეაფასეს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2022
გამოწერა
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის გეგმები, განაგრძოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ისა, ვაშინგტონის კონფლიქტში ჩართვაზე მეტყველებს, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ კონსტანტინ კოსაჩოვმა.
როგორც სენატორმა აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტის კომენტირებისას, იარაღი საკვანძო თემაა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც „ჯაველინებმა“ და „ბაირახტარებმა“ „თავიანთი სასწაულებრივი ძალა ამოწურეს“.
კოსაჩოვის თქმით, Patriot – მძლავრი კომპლექსია, თუმცა კიევს მხოლოდ ერთი ბატარეის გადაცემას ჰპირებიან, „თანაც უცნობია, როდის და რომელი პროგრამის ფარგლებში“. მაგრამ მოსკოვი ამ ნაბიჯს ნებისმიერ შემთხვევაში კონფლიქტში აშშ-ის ჩართვად აფასებს.

„რაც უნდა ამტკიცოს აშშ-ის პრეზიდენტმა თავდაცვითი იარაღის თაობაზე, ჩვენ გვაქვს სრული უფლება, ეს მიწოდება ამ კონფლიქტში ამერიკის პირდაპირი ჩართვის კიდევ ერთ წონად ნაბიჯად შევაფასოთ“, — დაწერა კოსაჩოვმა Telegram-არხზე.

მისი აზრით, თეთრ სახლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ჯო ბაიდენის შეხვედრა — „ეს უბრალოდ ფოტოსესია იყო იმ ამოცანასთან შედარებით, რომელსაც ზელენსკი წყვეტდა კონგრესმენების წინაშე გამოსვლისას — ადამიანებისა, რომლებიც ამერიკის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების საფულეს აკონტროლებენ“.
მანამდე შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 1,85 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა, რომელშიც საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ის გადაცემაც შედის. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თქმით, ამ პაკეტის ჩათვლით, აშშ-ის მიერ კიევისთვის სამხედრო დახმარების ჯამური მოცულობა 21,9 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0