„სასტუმროზე ინფორმაცია ვიღაცამ ჩაუშვა“ - დაჭრილი როგოზინი კომენტარს აკეთებს

© photo: Sputnik / Grigoriy Sisoev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2022
გამოწერა
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. დონეცკის სასტუმროს დაცხრილვის შედეგად დაჭრილია „როსკოსმოსის“ ყოფილი ხელმძღვანელი დმიტრი როგოზინი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
გავრცელებული ინფორმაციით, როგოზინი, რომელიც ზურგის არეშია დაჭრილი, ამ სასტუმროში ცხოვრობდა რუს სამხედრო მრჩევლებთან ერთად.

„დონეცკის განაპირას მდებარე სასტუმრო, რომელშიც ბოლო თვეებში სამხედრო მრჩევლების ჯგუფი ცხოვრობდა, მათ შორის დმიტრი როგოზინი, დაცხრილვაში მოჰყვა... როგოზინი ზურგშია დაჭრილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, — წერს სააგენტო.

გავრცელებული ცნობით, სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები აქვთ მიღებული სხვა პირებსაც, რომელთაგან ორი დაიღუპა.
როგორც როგოზინის თანაშემწე აცხადებს, სასტუმროზე შეტევა ზეზუსტი იარაღით, სავარაუდოდ, 155 მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი Caesar-ით განხორციელდა.
თავად დმიტრი როგოზინს მიაჩნია, რომ დონეცკის სასტუმროს მდებარეობის შესახებ მონაცემები ვიღაცამ „ჩაუშვა“.

„ინფორმაცია ვიღაცამ ჩაუშვა და დაახლოებით 19:45 საათზე რამდენიმე ზეზუსტი დარტყმა განხორციელდა, მათ შორის იმ ადგილზეც, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით. გვიტევდნენ 120 ან 155 მმ კალიბრის იარაღით. გამოძიება დაადგენს, ვინ და საიდან ისროდა“, — ნათქვამია როგოზინის განცხადებაში, რომელიც მის Telegram-არხზე გამოქვეყნდა.

მისი თქმით, შეტევის ადგილზე სამუშაო შეხვედრა იმართებოდა „ვიწრო წრესა და მშვიდ ვითარებაში მას შემდეგ, რაც ჯგუფი მოხალისეთა ერთ-ერთი ქვედანაყოფიდან დაბრუნდა“.
როგოზინის განმარტებით, აღნიშნული სასტუმრო, რომელშიც ის ბოლო თვეებში ცხოვრობდა, მოწინააღმდეგეს რვა წლის განმავლობაში არასდროს დაუცხრილავს.
ყველა ახალი ამბავი
0