https://sputnik-georgia.com/20221222/qartuli-media-axali-wesebit-imusavebs-kanoni-mirebulia-273329000.html
ქართული მასმედია ახალი წესებით იმუშავებს: კანონი მიღებულია
ქართული მასმედია ახალი წესებით იმუშავებს: კანონი მიღებულია
Sputnik საქართველო
მასმედიაში აიკრძალება ისეთი პროგრამების ან რეკლამის გავრცელება, რომელიც შეიცავს ძალადობის ან ზიზღის წაქეზებას. 22.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-22T20:06+0400
2022-12-22T20:06+0400
2022-12-22T22:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24575/77/245757704_0:46:3000:1734_1920x0_80_0_0_e8e8de2904d9826535dcf13ed80e35ce.jpg
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლებიც აწესებს ახალ შეზღუდვებს და აფართოებს მოქმედების არეალს.ცვლილებებს მხარი დაუჭირა 81-მა დეპუტატმა.ახალი წესების თანახმად, კანონის ნორმები გავრცელდება არა მხოლოდ ადგილობრივ მედიასაშუალებებზე, არამედ ვიდეოპლატფორმებზე, ასევე იმ მედიასა და ვიდეოპლატფორმებზე, რომლებსაც საქართველოში ოფისები აქვთ და რომელთა სარედაქციო გადაწყვეტილებებსაც საქართველოში იღებენ.ახალი წესები შეეხება ასევე მედიასაშუალებებს, რომლის თანამშრომელთა ძირითადი ნაწილიც საქართველოში მუშაობს, დამოუკიდებლად იმისა, თუ სად მდებარეობს მათი სათავო ოფისები. ასევე მასმედიაზე, რომელიც საქართველოს თანამგზავრული კომუნიკაციებით სარგებლობს და ქართული თანამგზავრების ფუნქციურ რესურსებს იყენებს.წინასაარჩევნო კამპანია: ვინ რამდენს იხდის რეკლამაში? >>ცვლილებების მიღების შემთხვევაში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი ასევე შეეხება საქართველოში დაფუძნებულ ვიდეოპლატფორმებს, რომლებიც საერთაშორისო კომპანიების ნაწილი არიან.კანონის მოქმედება გავრცელდება როგორც ტელეარხებზე კონკრეტული მაუწყებლობის ბადით, ისე პლატფორმებზე, სადაც მომხმარებელს თავად შეუძლია სასურველი პროგრამის ან ვიდეოს არჩევა. ასეთმა პლატფორმებმა ავტორიზაცია უნდა გაიარონ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სხვა მედიასაშუალებების მსგავსად, ასევე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა კონტენტის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.რა იცვლებაცვლილებების თანახმად, ვიდეოპლატფორმებზე კონტენტი არ უნდა იყოს არასრულწლოვანთათვის საზიანო.ამასთან, ვიდეოპლატფორმებზე აიკრძალება ისეთი პროგრამების ან რეკლამის გავრცელება, რომელიც შეიცავს პირის ან ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობების, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ან ასაკის ნიშნით ძალადობის ან ზიზღის წაქეზებას.კანონში მიღებული შესწორებები ასევე კრძალავს ტერორიზმისკენ მოწოდებების შემცველი პროგრამებისა და რეკლამების გავრცელებას.გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება მასმედიის და იმ სუბიექტისგან, რომელზეც კანონი ვრცელდება, გამოქვეყნებული ინფორმაციის უარყოფის ან შესწორებების მოთხოვნა, ხოლო უარის შემთხვევაში რეაგირებისთვის კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მიმართვა.„როდესაც სკანდალი არ არსებობს, მას იგონებენ“ - ფეიკ-ნიუსები ქართულ მედიაში >>ცვლილებებით იკრძალება იმ პროგრამებისა და რეკლამების ტრანსლაცია, რომლებიც მოკლე დროში ტექნიკური აუდიო- ან ვიზუალური მონტაჟის ან ინფორმაციის სხვაგვარად გადაცემის გზით გავლენას ახდენენ მსმენელისა თუ მაყურებლის ქვეცნობიერზე ისე, რომ ისინი ნაწილობრივ ან სრულად ვერ აცნობიერებენ ამ გავლენას.ტელემაუწყებლებმა, რომლებიც გადასცემენ „მთავარ მოვლენას“, უნდა მისცენ წვდომა სხვა, მცირე მაუწყებლებს მოკლე, მინიმუმ 90-წამიანი ვიდეოების გადაცემის გზით.გარდა ამისა, კანონპროექტი კრძალავს ახალ ამბებში, საბავშვო და რელიგიურ პროგრამებში დაფინანსებული სიუჟეტების განთავსებას, ასევე ზღუდავს რეკლამებს საბავშვო პროგრამებში. კერძოდ, საბავშვო პროგრამებში სარეკლამო ჭრა დაშვებული იქნება მხოლოდ 30 წუთის შემდეგ და რეკლამაში არ უნდა იყოს ტელემაღაზია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24575/77/245757704_314:0:2687:1780_1920x0_80_0_0_59d63eded2e535618e704598f11098b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი, საზოგადოება
ქართული მასმედია ახალი წესებით იმუშავებს: კანონი მიღებულია
20:06 22.12.2022 (განახლებულია: 22:00 22.12.2022) მასმედიაში აიკრძალება ისეთი პროგრამების ან რეკლამის გავრცელება, რომელიც შეიცავს ძალადობის ან ზიზღის წაქეზებას.
თბილისი, 22 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა საბოლოო, მესამე მოსმენით მიიღო „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლებიც აწესებს ახალ შეზღუდვებს და აფართოებს მოქმედების არეალს.
ცვლილებებს მხარი დაუჭირა 81-მა დეპუტატმა.
ახალი წესების თანახმად, კანონის ნორმები გავრცელდება არა მხოლოდ ადგილობრივ მედიასაშუალებებზე, არამედ ვიდეოპლატფორმებზე, ასევე იმ მედიასა და ვიდეოპლატფორმებზე, რომლებსაც საქართველოში ოფისები აქვთ და რომელთა სარედაქციო გადაწყვეტილებებსაც საქართველოში იღებენ.
ახალი წესები შეეხება ასევე მედიასაშუალებებს, რომლის თანამშრომელთა ძირითადი ნაწილიც საქართველოში მუშაობს, დამოუკიდებლად იმისა, თუ სად მდებარეობს მათი სათავო ოფისები. ასევე მასმედიაზე, რომელიც საქართველოს თანამგზავრული კომუნიკაციებით სარგებლობს და ქართული თანამგზავრების ფუნქციურ რესურსებს იყენებს.
ცვლილებების მიღების შემთხვევაში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი ასევე შეეხება საქართველოში დაფუძნებულ ვიდეოპლატფორმებს, რომლებიც საერთაშორისო კომპანიების ნაწილი არიან.
კანონის მოქმედება გავრცელდება როგორც ტელეარხებზე კონკრეტული მაუწყებლობის ბადით, ისე პლატფორმებზე, სადაც მომხმარებელს თავად შეუძლია სასურველი პროგრამის ან ვიდეოს არჩევა. ასეთმა პლატფორმებმა ავტორიზაცია უნდა გაიარონ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სხვა მედიასაშუალებების მსგავსად, ასევე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა კონტენტის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე.
ცვლილებების თანახმად, ვიდეოპლატფორმებზე კონტენტი არ უნდა იყოს არასრულწლოვანთათვის საზიანო.
ამასთან, ვიდეოპლატფორმებზე აიკრძალება ისეთი პროგრამების ან რეკლამის გავრცელება, რომელიც შეიცავს პირის ან ჯგუფის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობების, ეთნიკური, სოციალური წარმომავლობის, გენდერის, სქესის, გენდერული მიკუთვნების, ეროვნების, რასის, რელიგიის ან რწმენის, სექსუალური ორიენტაციის, კანის ფერის, გენეტიკური მახასიათებლების, ენის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ეროვნული უმცირესობის წევრობის, ქონების, დაბადების ან ასაკის ნიშნით ძალადობის ან ზიზღის წაქეზებას.
კანონში მიღებული შესწორებები ასევე კრძალავს ტერორიზმისკენ მოწოდებების შემცველი პროგრამებისა და რეკლამების გავრცელებას.
გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება მასმედიის და იმ სუბიექტისგან, რომელზეც კანონი ვრცელდება, გამოქვეყნებული ინფორმაციის უარყოფის ან შესწორებების მოთხოვნა, ხოლო უარის შემთხვევაში რეაგირებისთვის კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის მიმართვა.
ცვლილებებით იკრძალება იმ პროგრამებისა და რეკლამების ტრანსლაცია, რომლებიც მოკლე დროში ტექნიკური აუდიო- ან ვიზუალური მონტაჟის ან ინფორმაციის სხვაგვარად გადაცემის გზით გავლენას ახდენენ მსმენელისა თუ მაყურებლის ქვეცნობიერზე ისე, რომ ისინი ნაწილობრივ ან სრულად ვერ აცნობიერებენ ამ გავლენას.
ტელემაუწყებლებმა, რომლებიც გადასცემენ „მთავარ მოვლენას“, უნდა მისცენ წვდომა სხვა, მცირე მაუწყებლებს მოკლე, მინიმუმ 90-წამიანი ვიდეოების გადაცემის გზით.
გარდა ამისა, კანონპროექტი კრძალავს ახალ ამბებში, საბავშვო და რელიგიურ პროგრამებში დაფინანსებული სიუჟეტების განთავსებას, ასევე ზღუდავს რეკლამებს საბავშვო პროგრამებში. კერძოდ, საბავშვო პროგრამებში სარეკლამო ჭრა დაშვებული იქნება მხოლოდ 30 წუთის შემდეგ და რეკლამაში არ უნდა იყოს ტელემაღაზია.