პოლიციამ წალენჯიხის მერი ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო დააჯარიმა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2022
გამოწერა
თავად გია ხარჩილავამ მომხდარს გაუგებრობა უწოდა.
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საპატრულო პოლიციამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვის დააჯარიმა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი ზუგდიდის სოფელ ცაიშის მონაკვეთთან დარღვევით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ის სამართალდამცველებმა გააჩერეს.

პოლიციამ ხარჩილავა ალკოტესტზე შეამოწმა და მას სიმთვრალე დაუდასტურდა. თავად ხარჩილავამ მომხდარს გაუგებრობა უწოდა და განაცხადა, რომ ის თბილისში მიდიოდა, თუმცა სამართალდამცველებმა გაურკვეველი მიზეზით გააჩერეს.
წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი კუთვნილ ავტომობილში მარტო იმყოფებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0