პარლამენტმა სახალხო დამცველი ვერ აირჩია - კენჭისყრის შედეგები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2022
გამოწერა
სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბრის დასაწყისში ამოიწურა.
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა ახალი სახალხო დამცველის არჩევა ვერ შეძლო – 19 კანდიდატიდან ვერცერთმა ვერ შეძლო დეპუტატების მინიმუმ 90 ხმის მიღება.
საკანონმდებლო ორგანოში მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ საკმარისი მანდატები არ აქვს, ამიტომაც მას ოპოზიციის მხარდაჭერა სჭირდება, მაგრამ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მათთვის ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ მხარდაჭერილი ორიდან არცერთი კანდიდატი არ არის მისაღები. საუბარია ომბუდსმენის მოადგილე გიორგი ბურჯანაძესა და არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელ ანა აბაშიძეზე.
საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა არც პარტია „გირჩის“ მიერ დასახელებულ კანდიდატს, დეპუტატ იაგო ხვიჩიას. მათი განცხადებით, რთული წარმოსადგენია, რომ პარტიის ლიდერი არჩევის შემდეგ პოლიტიკურად მიუკერძოებელი იქნება.
კანდიდატები და კენჭისყრის შედეგები:
ანა აბაშიძე - არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი - 12 მომხრე, 1 წინააღმდეგი
მარიკა არევაძე - საადვოკატო ბიურო „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორების“ ადვოკატი - 1 მომხრე, 0 წინააღმდეგი
გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე - 16 მომხრე, 0 წინააღმდეგი
ლელა გაფრინდაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ ხელმძღვანელი - 5 მომხრე, 1 წინააღმდეგი
სოფიო დემეტრაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
თინათინ ერქვანია - GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი - 6 მომხრე, 1 წინააღმდეგი
ევგენია თავაძე - დროებით უმუშევარი - 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
ალექსანდრე კობაიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ თავმჯდომარე - 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
ლევან კოკორაშვილი - ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე - 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
ნუგზარ კოხრეიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგის“ თავმჯდომარე - 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
გიორგი მარიამიძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, დირექტორი - 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
სერგო მახარაძე - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი - 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
მაკა მინდიაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „ხალხის ხმის“ დამფუძნებელი - 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ჯემალ ნათელაშვილი - 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
ნიკოლოზ ნიკოლაძე - საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი - 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
ქეთევან ჩაჩავა - არასამთავრობო ორგანიზაცია „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი - 2 მომხრე, 0 წინააღმდეგი
გიორგი ცობეხია - საადვოკატო ბიუროს „გიორგი ცობეხია და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი, დირექტორი - 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
იაგო ხვიჩია - საქართველოს პარლამეტის წევრი - 11 მომხრე, 0 წინააღმდეგი
ნაზი ჯანეზაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დირექტორი - 8 მომხრე, 2 წინააღმდეგი
„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას შესთავაზა არჩევანი გაეკეთებინა ხუთი კანდიდატიდან ერთ-ერთზე – ლეილა გაფრინდაშვილს, თინათინ ერქვანიას, ნუგზარ კოხრეიძეს, გიორგი მახარაძესა და ქეთევან ჩაჩავას შორის.
სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა დეკემბრის დასაწყისში ამოიწურა.
ყველა ახალი ამბავი
0