მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ფაშინიანი რუსეთს ადანაშაულებს: ლაჩინის დერეფანი არ კონტროლდება

© photo: Sputnik / Evgeny Biyatov
  - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2022
გამოწერა
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. რუსი სამშვიდობოები არ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს ლაჩინის სტრატეგიული დერეფნის გაკონტროლებასთან დაკავშირებით, აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

„მეექვსე პუნქტის თანახმად, ლაჩინის დერეფანი რუსი სამშვიდობოების კონტროლქვეშაა, ხოლო აზერბაიჯანი ლაჩინის დერეფნით მოქალაქეების, სატრანსპორტო საშუალებებისა და ტვირთების უსაფრთხო მოძრაობის გარანტიას იძლევა ორივე მიმართულებით. ეს ნორმა დღეისათვის ფაქტობრივად არ სრულდება. დე-ფაქტო გამოდის, რომ სამმხრივ განცხადებაში დაფიქსირებულ ვალდებულებებს, ანუ ლაჩინის დერეფნის კონტროლს, არც რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი არ ასრულებს“, — განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის ლიდერის თქმით, გზის ბლოკირების შედეგად მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, ბლოკადის გამო ასობით ოჯახია გაყოფილი, რეგიონში პირველი საჭიროების საქონლის, მათ შორის, სურსათის დეფიციტია.
ფაშინიანს მიაჩნია, რომ მთიან ყარაბაღში გაეროს, ეუთოს ან მინსკის ჯგუფის მისიების გაგზავნაა აუცილებელი, რაზეც აქტიური მუშაობაა საჭირო.
მანამდე სომხეთმა გაეროს საერთაშორისო სასამართლოს „აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკადის შესახებ“ აცნობა. ერევანმა ასევე მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აზერბაიჯანის წინააღმდეგ ზომების მიღებისა და დერეფნის განბლოკვის მოთხოვნით. საერთაშორისო სამართლებრივ საკითხებში სომხეთის წარმომადგენლის ოფისის ცნობით, ევროსასამართლომ აზერბაიჯანს დრო მისცა სომხეთის მიმართვაზე პასუხის გასაცემად.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას თქმით, რუსეთი შეშფოთებულია ლაჩინის დერეფნის ბლოკირებით და იმედი აქვს, რომ იქ სრულფასოვანი სატრანსპორტო მიმოსვლა მალე განახლდება.
ყველა ახალი ამბავი
0