დასახელდა საქართველოს 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი

© Sputnik / STRINGERტატო გრიგალაშვილი
ტატო გრიგალაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2022
გამოწერა
წლის საუკეთესო სპორტსმენის გარდა, ოლიმპიურმა კომიტეტმა გამარჯვებულები სხვა ნომინაციებშიც დაასახელა.
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის (სეოკის) ვერსიით, 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენად ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი დასახელდა. დაჯილდოების ცერემონია Pullman Tbilisi Axis Towers-ში გაიმართა.
ტატო გრიგალაშვილმა წელს საქართველოს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ოქროს მედლები მოუპოვა. ის საუკეთესო იყო მსოფლიო ჩემპიონატზე ტაშკენტში და პირველი ევროპის ჩემპიონატზე სოფიაში.
წლის საუკეთესო სპორტსმენის გარდა, სეოკმა გამარჯვებულები სხვა ნომინაციებშიც დაასახელა:
ვიქტორ სანეევის სახელობის სპეციალური პრიზი - ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისათვის გადაეცა ძალოსან ლაშა ტალახაძეს.
საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ეთერ ლიპარტელიანი (ძიუდო).
საქართველოს 2022 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი სპორტის სათამაშო სახეობებში - ხვიჩა კვარაცხელია (ფეხბურთი).
საქართველოს 2022 წლის საუკეთესო მწვრთნელი - ბეჟან ჭიჭინავა (კრივი)
2022 წლის საუკეთესო მწვრთნელი ქალთა სპორტში - ზაურ სულაშვილი (ბატუტზე ხტომა).
2022 წლის აღმოჩენა „ოლიმპიური იმედი“ - ანანო აფაქიძე (ბატუტზე ხტომა).
2022 წლის აღმოჩენა „ოლიმპიური იმედი“ - გიორგი ელბაქიძე (თავისუფალი ჭიდაობა).
საქართველოს 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენები სპორტის ზამთრის სახეობებში - კარინა საფინა/ლუკა ბერულავა.
საქართველოს 2022 წლის საუკეთესო სპორტული ფედერაცია - საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაცია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0