ანტონოვი: არც ზელენსკის, არც ვაშინგტონს მშვიდობა არ სურთ

© photo: Sputnik / mikhail Turgievრუსეთის ელჩი აშშ-ში ანატოლი ანტონოვი
რუსეთის ელჩი აშშ-ში ანატოლი ანტონოვი - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2022
გამოწერა
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეერთებულ შტატებში ვიზიტმა გვაჩვენა, რომ არც მას და არც ამერიკის ხელმძღვანელობას მშვიდობა არ სურთ, ხოლო ამერიკული მედიით გავრცელებული თეზისები, რომ რუსეთი მშვიდობისადმი ინტერესს არ იჩენს, სიცრუეა, განაცხადა აშშ-ში რუსეთის ელჩმა ანატოლი ანტონოვმა.
მისი თქმით, აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადებები, რომ შეერთებული შტატები რუსეთთან შეჯახებას არ აპირებს, ფუჭი დაპირებებია.

„კიევის რეჟიმის მეთაურის ვაშინგტონში ჰოლივუდურ სტილში დადგმულმა მოგზაურობამ საბოლოოდ დაადასტურა, რომ ადმინისტრაციის შემრიგებლური გამონათქვამები, რომ რუსეთთან კონფრონტაციის განზრახვა არ აქვს, ფუჭი სიტყვებია. აპლოდისმენტებისა და სარკასტული გრიმასების თანხლებით არსებითად გამოცხადდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ „მარიონეტული ომის“ განგრძობის აუცილებლობა — ჩვენზე სრულ გამარჯვებამდე“, — განაცხადა ანტონოვმა.

მისი თქმით, დასავლეთი კოლოსალურ თანხებს ხარჯავს კიევის რეჟიმის გამარჯვებისთვის, და რომ „წინა პლანზე დგება მანიაკალური იდეა ბრძოლის ველზე რუსების დამარცხების შესახებ“, ხოლო ზოგი ამერიკელი კანონმდებლის აზრით, რუსეთის დაპყრობა სამ დღეშია შესაძლებელი.
ამასთან რუსმა დიპლომატმა 2014 წლის უკრაინულ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებს დააკისრა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ჯიუტად არ აქცევდა ყურადღებას, ან ისეთ სახეს იღებდა, რომ ვერ ამჩნევდა „კიევის რეჟიმის არაადამიანურ დანაშაულებს უკრაინაში მცხოვრები რუსების მიმართ“.
მანამდე თეთრ სახლში ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც პრეზიდენტებმა ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაატარეს. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ამერიკელ ხალხსა და მის პრეზიდენტს უკრაინისთვის გაწეული დახმარებისთვის და განაცხადა, რომ შინ კარგი ამბებით ბრუნდება — უპირველესად, ქვეყნის თავდაცვის გაძლიერების კუთხით.
ყველა ახალი ამბავი
0