https://sputnik-georgia.com/20221221/zelenski-vasingtonsi-dris-wesrigi-273276511.html
ცნობილი გახდა ვაშინგტონში ზელენსკის გასაიდუმლოებული ვიზიტის დღის წესრიგი
ცნობილი გახდა ვაშინგტონში ზელენსკის გასაიდუმლოებული ვიზიტის დღის წესრიგი
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრი სახლის მინდორზე ვაშინგტონის დროით 14:00 საათზე... 21.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-21T17:25+0400
2022-12-21T17:25+0400
2023-07-20T15:48+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
აშშ
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/18/263849855_0:0:3071:1728_1920x0_80_0_0_cfe74d3deeab5bb8789c5b5cc90081e0.jpg
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრი სახლის მინდორზე ვაშინგტონის დროით 14:00 საათზე (თბილისი დროით 23:00 სთ) დახვდება, იუწყება სააგენტო Bloomberg.ამის შემდეგ გაიმართება ზელენსკის შეხვედრა ბაიდენთან, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებთან და პრეზიდენტის კაბინეტთან.გავრცელებული ცნობით, ბაიდენისა და ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია, სავარაუდოდ, 16:30 საათზე (ხუთშაბათის 01:30 სთ თბილისის დროით) შედგება.პრესკონფერენციის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი შეერთებული შტატების კონგრესს ეწვევა და სიტყვით გამოვა ორივე პალატის ერთობლივ სხდომაზე.კონგრესში გამოსვლის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი კვლავ უკრაინაში დაბრუნდება, სავარაუდოდ, პოლონეთის გავლით.მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ლიდერი შეერთებულ შტატებში სწორედ პოლონეთიდან ჩავიდა. ამის დასტურად გამოქვეყნდა ცნობა იმის შესახებ, რომ ვაშინგტონიდან 24 კმ-ში მდებარე სამხედრო ბაზა ენდრიუსზე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების თვითმფრინავი Gulfstream C-37B დაჯდა, რომლის ბორტზეც, დიდი ალბათობით, ვოლოდიმირ ზელენსკი იმყოფებოდა.როგორც გამოცემა Politico წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, უკრაინის პრეზიდენტი ამერიკელ კოლეგას რაკეტა ATACMS-ებისა (ფრენის სიშორე 300 კმ) და სადაზვერვო-მოიერიშე დრონ Grey Eagle-სა და Reaper-ის გადაცემას სთხოვს.ამასთან მოსალოდნელია, რომ ჯო ბაიდენი სწორედ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადებს უკრაინისთვის 2 მილიარდიანი დახმარებისა და სარაკეტო ბატარეა Patriot-ის გადაცემის შესახებ.როგორც მანამდე თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა წარმომადგენელმა განმარტა, შეერთებულმა შტატებმა ზელენსკი ვაშინგტონში გასულ ოთხშაბათს მიიწვია, რასაც უკრაინული მხარე პარასკევს დაეთანხმა, ოფიციალურად კი ვიზიტი კვირას დადასტურდა. ვიზიტი, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ბოლო წუთებამდე მკაცრად იყო გასაიდუმლოებული.
უკრაინა
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/18/263849855_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_d763e199abd77408afbf86eceabc5b1e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , აშშ , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა , აშშ , პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრი სახლის მინდორზე ვაშინგტონის დროით 14:00 საათზე (თბილისი დროით 23:00 სთ) დახვდება, იუწყება სააგენტო Bloomberg.
ამის შემდეგ გაიმართება ზელენსკის შეხვედრა ბაიდენთან, აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებთან და პრეზიდენტის კაბინეტთან.
გავრცელებული ცნობით, ბაიდენისა და ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია, სავარაუდოდ, 16:30 საათზე (ხუთშაბათის 01:30 სთ თბილისის დროით) შედგება.
პრესკონფერენციის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი შეერთებული შტატების კონგრესს ეწვევა და სიტყვით გამოვა ორივე პალატის ერთობლივ სხდომაზე.
კონგრესში გამოსვლის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი კვლავ უკრაინაში დაბრუნდება, სავარაუდოდ, პოლონეთის გავლით.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ლიდერი შეერთებულ შტატებში სწორედ პოლონეთიდან ჩავიდა. ამის დასტურად გამოქვეყნდა ცნობა იმის შესახებ, რომ ვაშინგტონიდან 24 კმ-ში მდებარე სამხედრო ბაზა ენდრიუსზე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების თვითმფრინავი Gulfstream C-37B დაჯდა, რომლის ბორტზეც, დიდი ალბათობით, ვოლოდიმირ ზელენსკი იმყოფებოდა.
როგორც გამოცემა Politico წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით, უკრაინის პრეზიდენტი ამერიკელ კოლეგას რაკეტა ATACMS-ებისა (ფრენის სიშორე 300 კმ) და სადაზვერვო-მოიერიშე დრონ Grey Eagle-სა და Reaper-ის გადაცემას სთხოვს.
ამასთან მოსალოდნელია, რომ ჯო ბაიდენი სწორედ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადებს უკრაინისთვის 2 მილიარდიანი დახმარებისა და სარაკეტო ბატარეა Patriot-ის გადაცემის შესახებ.
როგორც მანამდე თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა წარმომადგენელმა განმარტა, შეერთებულმა შტატებმა ზელენსკი ვაშინგტონში გასულ ოთხშაბათს მიიწვია, რასაც უკრაინული მხარე პარასკევს დაეთანხმა, ოფიციალურად კი ვიზიტი კვირას დადასტურდა. ვიზიტი, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ბოლო წუთებამდე მკაცრად იყო გასაიდუმლოებული.