წალენჯიხაში კაცმა მამა ცემით მოკლა

© photo: Sputnik / Stringerდაკავებული ხელბორკილით
დაკავებული ხელბორკილით - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2022
გამოწერა
სამართალდამცველებმა მოძალადე შვილი უკვე დააკავეს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მას შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 35 წლის მამაკაცმა მამა სასიკვდილოდ სცემა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
დაზარალებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. მამაკაცი რამდენიმე საათში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა მოძალადე შვილი უკვე დააკავეს. ტელეკომპანიის ცნობით, მას შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ სხეულის მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ყველა ახალი ამბავი
0