https://sputnik-georgia.com/20221221/tetrma-saxlma-zelenskis-viziti-daadastura-273260594.html
თეთრმა სახლმა ვაშინგტონში ზელენსკის ვიზიტი დაადასტურა
თეთრმა სახლმა ვაშინგტონში ზელენსკის ვიზიტი დაადასტურა
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან პირადად შეხვედრისას ბრძოლის ველზე არსებულ სტრატეგიულ... 21.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-21T11:20+0400
2022-12-21T11:20+0400
2022-12-21T15:21+0400
მსოფლიო დღეს
საერთაშორისო პანორამა
მსოფლიოში
აშშ
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/06/251385480_591:0:2886:1291_1920x0_80_0_0_76eddf799063e0a1f1d1cd8a12264a86.jpg
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან პირადად შეხვედრისას ბრძოლის ველზე არსებულ სტრატეგიულ ვითარებაზე, ასევე დასავლურ დახმარებასა და ანტირუსულ სანქციებზე იმსჯელებს, განაცხადეს თეთრ სახლში.როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა წარმომადგენელმა განმარტა, ზელენსკი ასევე წარდგება კონგრესის ორივე პალატის წინაშე.მისი თქმით, თეთრმა სახლმა ზელენსკი ვაშინგტონში გასულ ოთხშაბათს მიიწვია, რასაც უკრაინული მხარე პარასკევს დაეთანხმა, ოფიციალურად კი ვიზიტი კვირას დადასტურდა.დაახლოებით ერთი საათის წინ უკრაინის პრეზიდენტმა თავადაც დაადასტურა ვაშინგტონში ვიზიტი, რის შესახებაც საკუთარ Twitter-აკაუნტზე დაწერა.მანამდე მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავით გაემგზავრა, რომელიც გერმანიაში მდებარე რამშტაინის ბაზიდან აფრინდა.გავრცელებული ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი კონგრესის წინაშე გამოსვლისას კიევისთვის ახალი სამხედრო დაფინანსების თემას შეეხება. ის მადლობას გადაუხდის ამერიკელ პარტნიორებს დახმარებისთვის და ასევე აუხსნის, რატომ არის საჭირო მეტი დაფინანსება რუსეთისთვის შემდგომი წინააღმდეგობის გასაწევად.აღსანიშნავია, რომ ეს ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი საზღვარგარეთული ვიზიტია რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემდეგ.
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/06/251385480_748:0:2444:1272_1920x0_80_0_0_c21e89864e99b03e88bad853bf5e27ae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საერთაშორისო პანორამა, მსოფლიოში, აშშ , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
საერთაშორისო პანორამა, მსოფლიოში, აშშ , რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან პირადად შეხვედრისას ბრძოლის ველზე არსებულ სტრატეგიულ ვითარებაზე, ასევე დასავლურ დახმარებასა და ანტირუსულ სანქციებზე იმსჯელებს, განაცხადეს თეთრ სახლში.
როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა წარმომადგენელმა განმარტა, ზელენსკი ასევე წარდგება კონგრესის ორივე პალატის წინაშე.
„პრეზიდენტ ბაიდენის მოწვევით პრეზიდენტი ზელენსკი ოთხშაბათს ეწვევა ვაშინგტონს. ჩვენ მას ჯერ აქ, თეთრ სახლში მივიღებთ, შემდეგ კი ის კაპიტოლიუმის ბორცვს ეწვევა“, — განაცხადა მაღალჩინოსანმა.
მისი თქმით, თეთრმა სახლმა ზელენსკი ვაშინგტონში გასულ ოთხშაბათს მიიწვია, რასაც უკრაინული მხარე პარასკევს დაეთანხმა, ოფიციალურად კი ვიზიტი კვირას დადასტურდა.
დაახლოებით ერთი საათის წინ უკრაინის პრეზიდენტმა თავადაც დაადასტურა ვაშინგტონში ვიზიტი, რის შესახებაც საკუთარ Twitter-აკაუნტზე დაწერა.
მანამდე მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავით გაემგზავრა, რომელიც გერმანიაში მდებარე რამშტაინის ბაზიდან აფრინდა.
გავრცელებული ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი კონგრესის წინაშე გამოსვლისას კიევისთვის ახალი სამხედრო დაფინანსების თემას შეეხება. ის მადლობას გადაუხდის ამერიკელ პარტნიორებს დახმარებისთვის და ასევე აუხსნის, რატომ არის საჭირო მეტი დაფინანსება რუსეთისთვის შემდგომი წინააღმდეგობის გასაწევად.
აღსანიშნავია, რომ ეს ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი საზღვარგარეთული ვიზიტია რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემდეგ.