https://sputnik-georgia.com/20221221/saqartvelos-mepeebis-seriis-morigi-moneta-gayidvashia-273264174.html
„საქართველოს მეფეების“ სერიის მორიგი საკოლექციო მონეტა უკვე იყიდება
„საქართველოს მეფეების“ სერიის მორიგი საკოლექციო მონეტა უკვე იყიდება
Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო მონეტების სერია „საქართველოს მეფეების" გამოშვება 2020 წელს დაიწყო. 21.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-21T14:03+0400
2022-12-21T14:03+0400
2022-12-21T17:03+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24635/50/246355038_99:132:1776:1075_1920x0_80_0_0_3c788430344665be6b5bf784f8e6e7c5.jpg
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „საქართველოს მეფეების" სერიიდან მორიგი საკოლექციო მონეტა გამოუშვა, ამჯერად მონეტა თბილისის დამაარსებელ მეფე ვახტანგ გორგასალს ეძღვნება.ეს „საქართველოს მეფეების“ სერიის მეოთხე მონეტაა, რომელიც ეროვნული ბანკის დაკვეთით მოიჭრა. ამ დროისათვის გამოსულ კოლექციაშია „ერეკლე II“, „დავით აღმაშენებელი“ და „თამარ მეფე“.მთლიანობაში 1,8 ათასი ცალი ოქროს მონეტაა მოჭრილი (სინჯი 900). თითოეული მონეტა 8,5 გრამს იწონის, მისი დიამეტრი 2,5 სანტიმეტრია. ისინი ელენე გორგელიანის დიზაინით არის შესრულებული.მონეტის ავერსზე გამოსახულია ვახტანგ გორგასალი მეტეხის ტაძრის ფონზე. გამოსახულება შექმნილია მხატვარ გიორგი გეგეჭკორის ფერწერული ნამუშევრის მიხედვით. მონეტაზე დატანილია წარწერა „ვახტანგ I გორგასალი" და მისი მეფობის პერიოდი „V საუკუნე".რევერსს რაც შეეხება, მის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ფარის გამოსახულება. მუზარადზე გამოსახულია მგლის თავი (ვახტანგ მეფის მუზარადზე ერთ მხარეს მგლის თავი იყო გამოსახული). მონეტაზე დატანილია წარწერები: „5 ლარი", „საქართველო", „2022", GEORGIA.წინასწარ შეკვეთილი 5 ლარის ნომინალის ოქროს მონეტების შეძენა, რომლის ღირებულება 1.380 ლარია, შესაძლებელია ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში.წინასწარი შეკვეთით ოქროს მონეტების შეძენა ეროვნული ბანკის ონლაინ-მაღაზიაში შესაძლებელი იქნება 3 იანვრიდან, ხოლო თავისუფალ გაყიდვაში მონეტები 16 იანვრიდან გამოვა.რაც შეეხება ვახტანგ გორგასლის ვერცხლის მონეტებს, ეროვნული ბანკი მათ გაყიდვასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო მონეტების სერია „საქართველოს მეფეების" გამოშვება 2020 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია ქვეყნის ისტორიული წარსულის პოპულარიზაცია და გამორჩეული ეტაპების აქცენტირება, რამაც სხვადასხვა დროს რადიკალურად შეცვალა ქვეყნის შემდგომი განვითარების ხაზი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24635/50/246355038_38:204:1200:1075_1920x0_80_0_0_930f810f60862a83b8a1a1f843fb7513.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საზოგადოება, ახალი ამბები
„საქართველოს მეფეების“ სერიის მორიგი საკოლექციო მონეტა უკვე იყიდება
14:03 21.12.2022 (განახლებულია: 17:03 21.12.2022) საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო მონეტების სერია „საქართველოს მეფეების" გამოშვება 2020 წელს დაიწყო.
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „საქართველოს მეფეების" სერიიდან მორიგი საკოლექციო მონეტა გამოუშვა, ამჯერად მონეტა თბილისის დამაარსებელ მეფე ვახტანგ გორგასალს ეძღვნება.
ეს „საქართველოს მეფეების“ სერიის მეოთხე მონეტაა, რომელიც ეროვნული ბანკის დაკვეთით მოიჭრა. ამ დროისათვის გამოსულ კოლექციაშია „ერეკლე II“, „დავით აღმაშენებელი“ და „თამარ მეფე“.
მთლიანობაში 1,8 ათასი ცალი ოქროს მონეტაა მოჭრილი (სინჯი 900). თითოეული მონეტა 8,5 გრამს იწონის, მისი დიამეტრი 2,5 სანტიმეტრია. ისინი ელენე გორგელიანის დიზაინით არის შესრულებული.
მონეტის ავერსზე გამოსახულია ვახტანგ გორგასალი მეტეხის ტაძრის ფონზე. გამოსახულება შექმნილია მხატვარ გიორგი გეგეჭკორის ფერწერული ნამუშევრის მიხედვით. მონეტაზე დატანილია წარწერა „ვახტანგ I გორგასალი" და მისი მეფობის პერიოდი „V საუკუნე".
რევერსს რაც შეეხება, მის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ფარის გამოსახულება. მუზარადზე გამოსახულია მგლის თავი (ვახტანგ მეფის მუზარადზე ერთ მხარეს მგლის თავი იყო გამოსახული). მონეტაზე დატანილია წარწერები: „5 ლარი", „საქართველო", „2022", GEORGIA.
წინასწარ შეკვეთილი 5 ლარის ნომინალის ოქროს მონეტების შეძენა, რომლის ღირებულება 1.380 ლარია, შესაძლებელია ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში.
წინასწარი შეკვეთით ოქროს მონეტების შეძენა ეროვნული ბანკის ონლაინ-მაღაზიაში შესაძლებელი იქნება 3 იანვრიდან, ხოლო თავისუფალ გაყიდვაში მონეტები 16 იანვრიდან გამოვა.
რაც შეეხება ვახტანგ გორგასლის ვერცხლის მონეტებს, ეროვნული ბანკი მათ გაყიდვასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო მონეტების სერია „საქართველოს მეფეების" გამოშვება 2020 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია ქვეყნის ისტორიული წარსულის პოპულარიზაცია და გამორჩეული ეტაპების აქცენტირება, რამაც სხვადასხვა დროს რადიკალურად შეცვალა ქვეყნის შემდგომი განვითარების ხაზი.