ვითარება აშშ-მექსიკის საზღვარზე - გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა

გამოწერა
მექსიკის საზღვართან მდებარე ელ-პასოს მერმა ოსკარ ლისერმა მიგრანტების დიდი ტალღის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მერის თქმით, „ფედერალური პარტნიორების“ მონაცემებით, ოთხშაბათს მიგრანტების რაოდენობა თითქმის გასამმაგდა — 2,5-დან 6 ათას ადამიანამდე.
ელ-პასოს ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ საგანგებო მდგომარეობა მათ საშუალებას მისცემს გამოიყენონ მეტი რესურსი, რათა სიტუაციას გაუმკლავდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0