საახალწლო უქმეები გაგრძელდება - პრემიერმა დადგენილებას ხელი მოაწერა

© photo: Sputnik / Stringerსაახალწლო ნაძვისხე
საახალწლო ნაძვისხე - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2022
გამოწერა
შესაბამის დადგენილებას საქართველოს მთავრობის მეთაურმა უკვე მოაწერა ხელი.
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2023 წლის 3-დან 6 იანვრის ჩათვლით პერიოდი ოფიციალურად დასვენების დღეებად გამოაცხადა. შესაბამის დადგენილებას მან ხელი უკვე მოაწერა.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ და სისტემაში შემავალ სამსახურებს და მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც ეს დადგენილება არ გავრცელდება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს.

დადგენილებაში ასევე ნათქვამია, რომ ის არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.
ასევე აღნიშნული დადგენილება არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.
რაც შეეხება კერძო სექტორს, კომპანიები უქმეების შესახებ თავად იღებენ გადაწყვეტილებას.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0