მიმოხილვა: რუსული შეტევა დონბასზე

© photo: Sputnik / Victor Antoniuk / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2022
გამოწერა
რუსეთი წარმატებით უტევს დონბასს, კიევმა „აღმოსავლეთის ფრონტზე“ გადაისროლა ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მნიშვნელოვანი რეზერვები, მაგრამ კონტრშეტევების ყველა მცდელობა წარუმატებელია, უკრაინული ჯარის დანაკარგი კი - უზარმაზარი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ გასულ დღე-ღამეში კუპიანსკის, კრასნო-ლიმანსკის, დონეცკის მიმართულებებით განადგურებულია დაახლოებით 500 სამხედრო მოსამსახურე, ჯავშანტექნიკის ცხრა ერთეული, С-300 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ორი რადიოლოკაციური სადგური, სამი თვითმფრინავი, ორი ვერტმფრენი და ხუთი უპილოტო აპარატი.
20 დეკემბრის დილისთვის უკრაინული დანაყოფები ქალაქ მარიინკის ცენტრალური ნაწილიდან კერძო, ერთსართულიან სექტორში განიდევნა, სადაც ეფექტურად თავდაცვა შეუძლებელია. რუსული ჯარის ინტენსიური შეტევა მოწინააღმდეგეს საშუალებას არ აძლევს, მიიღოს დახმარება უგლედარიდან ან კურახოვოდან. მეტიც, მარიინკაში პოზიციების დაკარგვა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მალე სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის უგლედარის მიმართულებით.
ამავდროულად რუსეთის ჯარი უტევს არტიომოვსკს (ბახმუტი), სადაც განადგურებულია 214-ე ელიტური ბატალიონი OPFOR, რომელიც ნატოს სტანდარტების შესაბამისად დასავლელი სპეციალისტების მიერაა მომზადებული. მშვიდობიან დროს ამ ქალაქში 70.000-მდე ადამიანი ცხოვრობდა, დღეს – გაცილებით ნაკლები.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არტიომოვსკს „ფრონტის მთელ ხაზზე ყველაზე ცხელი წერტილი“ უწოდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა ვალერი ზალუჟნიმ მხარი დაუჭირა დეზერტირობისთვის სასჯელის გამკაცრებას. № 8271 კანონის პროექტმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში პანიკა გამოიწვია. The New York Times-ის მონაცემებით, უკრაინა რუსეთის ზამთრის შეტევისას საბრძოლო მოქმედებების მკვეთრი ესკალაციისთვის ემზადება.

იპოვეთ სამი განსხვავება: საიგონი, ქაბული, კიევი

ვაშინგტონი და კიევი თანაბრად არიან შეშფოთებული დასავლეთში არსენალების ამოწურვით, რუსეთის სპეცოპერაციის წარმატებით და ევროპელი მოკავშირეების სკეპტიციზმით. მილიონობით უკრაინელ დევნილს, მზარდ ეკონომიკურ სირთულეებსა და 11-პროცენტიან ინფლაციას ევროკავშირში მოჰყვა კიევის სპონსორების რაოდენობის, სამხედრო და ფინანსური დახმარების მოცულობის შემცირება.
პოლონეთის გარდა, ნატოს არცერთი წევრი არ ჩქარობს ძალების მობილიზებას რუსეთთან ომისთვის (ვარშავა გეგმავს 2023 წელს 200.000 რეზერვისტის გაწვევას და პოლონეთის ჯარის 400.000-მდე გაზრდას). ლონდონი, პარიზი, ბერლინი არ აპირებენ მოსკოვთან ბირთვული კონფლიქტით გარისკვას. ამერიკულ საზოგადოებაში რუსეთთან ომს მხარს უჭერს მხოლოდ ზოგიერთი იდეოლოგი.
თეთრი სახლის ადმინისტრაციასა და პენტაგონში შესანიშნავად ესმით, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები შეიძლება დაიშალოს რუსეთის ზეწოლის პირობებში. თავად სარდალმა ზალუჟნიმაც Economist-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ რუსეთის ტაქტიკა და მობილიზაცია მუშაობს, უკრაინული ძალები შეიძლება დამარცხდნენ. ამიტომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გასამარჯვებლად სასწრაფოდ სჭირდება 300 ახალი ტანკი, 700 ჯავშანმანქანა, 500 ჰაუბიცა. The American Conservative სამართლიანად აღნიშნავს, რომ უკრაინა „აგებს რუსეთთან ომს“, გენერალი ზალუჟნი კი „არ ითხოვს დახმარებას, ის ითხოვს ახალ არმიას“.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა რესპუბლიკური პარტიიდან ადამ კინზინგერმა განაცხადა, რომ ნატოს შესწევს ძალა, რუსეთი სამ დღეში დაამარცხოს. ცოტა ხნით ადრე იმავეს ამბობდა ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. აღსანიშნავია, რომ 1963 წელს შეერთებულმა შტატებმა ვიეტნამში 16.000 სამხედრო მრჩეველი გაგზავნა. არავის დაუშვია, რომ ვაშინგტონი სამხრეთ ვიეტნამის მთავრობას უჭერდა მხარს, რომელსაც არ შეეძლო ჩრდილოეთ ვიეტნამის დამარცხება. სახელმწიფო მდივანი დინ რასკი ამბობდა: „ჩვენ არ წავალთ, ვიდრე ომში არ გავიმარჯვებთ“. 20-წლიანი კონფლიქტი დასრულდა აშშ-ის 58 ათასი ჯარისკაცის სიკვდილით და 1973 წელს საიგონიდან ამერიკელების გაქცევით.
ისტორია არაფერს ასწავლის. არც 2021 წლის აგვისტოში პენტაგონისა და ნატოს ქაბულიდან ევაკუაციის შემდეგ. დღეს ვაშინგტონი „წელავს უკრაინის ტანჯვას“ და სრულებით არ არის დაზღვეული რუსეთის სპეცოპერაციის „პროექციისგან“ აშშ-ის ტერიტორიაზე.
უკრაინის კონფლიქტი უკვე შემოუბრუნდა ვაშინგტონს და დააჩქარა ამერიკული ჰეგემონიის ნგრევა. პენტაგონის ხელძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა დუგლას მაკგრეგორმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ლიდერობა დასასრულს უახლოვდება „ფინანსური გაკოტრების“ გამო და კიდევ: „ვაშინგტონი ვეღარ შეძლებს, დანარჩენ მსოფლიოს თავს მოახვიოს ამერიკული ან შტატების თაოსნობით ანგლო-ამერიკული ჰეგემონია. დანარჩენ სამყაროს ეს არ სურს“.
რუსეთის სპეცოპერაცია გამოწვეულია მხოლოდ ნატოს აღმოსავლეთისკენ გაფართოებით, პოსტსაბჭოური სივრცის ათვისებით და მიზეზის ლიკვიდაციის შემდეგ ევროპა შეიძლება გახდეს მშვიდობისა და კეთილდღეობის ზონა. ხელსაყრელია თუ არა ეს აშშ-სთვის? სადავო საკითხია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0