https://sputnik-georgia.com/20221221/rusetis-moqalaqe-tbilissi-jurnalists-avtomobilit-ganzrax-daejaxa-273282107.html
რუსეთის მოქალაქე თბილისში ჟურნალისტს ავტომობილით განზრახ დაეჯახა
რუსეთის მოქალაქე თბილისში ჟურნალისტს ავტომობილით განზრახ დაეჯახა
Sputnik საქართველო
საქართველოს პროკურატურამ უცხოელ მოქალაქეს ბრალი „ძალადობის“ მუხლით წაუყენა. 21.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-21T19:17+0400
2022-12-21T19:17+0400
2022-12-21T21:52+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0d/268491111_0:138:2731:1674_1920x0_80_0_0_b314fc7d8547f9a71ced0897d6f72b04.jpg
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მტკიცებულებების საფუძველზე თბილისში ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 9 ნოემბერს თბილისის ცენტრში, პუშკინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ტელეკომპანია „ფორმულის“ ჟურნალისტი და ამავე ტელეკომპანიის ოპერატორი პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ და ცდილობდნენ ინტერვიუს ჩაწერას რუსეთის მოქალაქესთან, რომელმაც ჟურნალისტის შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა და ვიდეოგადაღების შეწყვეტის და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა. აღნიშნულის შემდეგ ავტომანქანაში ჩაჯდა, კომენტარზე მისულ ჟურნალისტს ავტომანქანა განზრახ დააჯახა და შემთხვევის ადგილი დატოვა. ჟურნალისტმა მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.20 დეკემბერს პროკურატურამ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარუდგინა. დანაშაული ჯარიმას ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.არც საგამოძიებო სამსახურს, არც საქართველოს პროკურატურას არ განუმარტავთ, დატოვა თუ არა რუსეთის მოქალაქემ საქართველო.პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. საქართველოს კანონმდებლობით, როგორც ბრალდების წარდგენა, აღკვეთის ღონისძიების შერჩევა, ასევე განაჩენის გამოტანა შესაძლებელია ბრალდებულის დაუსწრებლად.წყარო - გენერალური პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0d/268491111_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_c92adcaf922e40ce7eeb4498607bc727.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს
რუსეთის მოქალაქე თბილისში ჟურნალისტს ავტომობილით განზრახ დაეჯახა
19:17 21.12.2022 (განახლებულია: 21:52 21.12.2022) საქართველოს პროკურატურამ უცხოელ მოქალაქეს ბრალი „ძალადობის“ მუხლით წაუყენა.
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მტკიცებულებების საფუძველზე თბილისში ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 9 ნოემბერს თბილისის ცენტრში, პუშკინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ტელეკომპანია „ფორმულის“ ჟურნალისტი და ამავე ტელეკომპანიის ოპერატორი პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ და ცდილობდნენ ინტერვიუს ჩაწერას რუსეთის მოქალაქესთან, რომელმაც ჟურნალისტის შეკითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა და ვიდეოგადაღების შეწყვეტის და ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა. აღნიშნულის შემდეგ ავტომანქანაში ჩაჯდა, კომენტარზე მისულ ჟურნალისტს ავტომანქანა განზრახ დააჯახა და შემთხვევის ადგილი დატოვა. ჟურნალისტმა მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.
20 დეკემბერს პროკურატურამ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარუდგინა. დანაშაული ჯარიმას ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
არც საგამოძიებო სამსახურს, არც საქართველოს პროკურატურას არ განუმარტავთ, დატოვა თუ არა რუსეთის მოქალაქემ საქართველო.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. საქართველოს კანონმდებლობით, როგორც ბრალდების წარდგენა, აღკვეთის ღონისძიების შერჩევა, ასევე განაჩენის გამოტანა შესაძლებელია ბრალდებულის დაუსწრებლად.