რამდენ ოჯახს გაუწიეს თბილისში მომსახურება სოციალურმა მუშაკებმა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმიწისქვეშა გადასასვლელი
მიწისქვეშა გადასასვლელი  - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2022
გამოწერა
თბილისის მერიის სოციალური მზრუნველობის სააგენტოს დირექტორმა გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა.
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. სოციალურმა მუშაკებმა 2020-2022 წლებში 70 ათასამდე ოჯახს გაუწიეს მომსახურება, მათგან 16 ათასი შემოწმდა 30 ათასი ბავშვის საჭიროებების დასადგენად, ნათქვამია თბილისის მერიის სოციალური დაცვის სააგენტოს ანგარიშში.
ოჯახების შემოწმებამ აჩვენა, რომ 30-მდე საქმეში გამოიკვეთა ფსიქოლოგის ჩართვის საჭიროება.
ანგარიშის დეტალებზე თბილისის მერიის სოციალური მზრუნველობის სააგენტოს დირექტორმა დავით დოლიძემ ისაუბრა. მან უწყების საქმიანობის ორი წლის შედეგები წარმოადგინა კონფერენციაზე „ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესში“.
სააგენტოს ხელმძღვანელმა კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ბავშვთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

„ჩვენ ორი წლის განმავლობაში სოცმუშაკები გავანაწილეთ დედაქალაქის მასშტაბით 30 ოფისში (ბაგა-ბაღების ტერიტორიებზე). მათ განახორციელეს ოჯახებში ვიზიტები, რათა დაედგინათ ბავშვებისა და მათი ოჯახის საჭიროებები, ამასთან განსაზღვრეს რისკები და მათი გამოვლენის შემთხვევაში მიიღეს შესაბამისი ზომები“, – განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, გარდა ამისა, იმართება საინფორმაციო შეხვედრები ბაღის აღსაზრდელების მშობლებთან, რომლის ფარგლებშიც მათ აწვდიან ინფორმაციას ბავშვებთან და ოჯახებთან დაკავშირებული პროგრამებისა და სერვისების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0