https://sputnik-georgia.com/20221221/mixeil-sarjvelazem-ukrainis-sagareo-saqmeta-saministros-gancxadebas-gamoexmaura-273287853.html
მიხეილ სარჯველაძემ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას მკაცრი პასუხი გასცა
მიხეილ სარჯველაძემ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას მკაცრი პასუხი გასცა
Sputnik საქართველო
კიევში ყურადღება უნდა მიაქციონ თავიანთი მაღალჩინოსნების განცხადებებს, განაცხადა სარჯველაძემ. 21.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-21T22:12+0400
2022-12-21T22:12+0400
2022-12-21T22:54+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
უკრაინა
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/03/269145216_0:185:1744:1166_1920x0_80_0_0_0013dee7865822a374de120c1f5e7b1c.jpg
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პასუხი უნდა გასცეს არა საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერებს, არამედ თავის ჩინოვნიკებს, განაცხადა „ქართული ოცნების“’ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ უკრაინა არასდროს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას. ამასთან დასძინა, რომ უკრაინის მხარე მეტად იმედგაცრუებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება სპეკულირებს ომის თემით, რათა მიაღწიოს ვიწრო შიდაპოლიტიკურ მიზნებს.თავდაპირველად საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა მოუწოდა. მისი სიტყვებით, დამატებითი ფრონტების გახსნა რუსეთის ინტერესების სფეროში სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა. მან დაასახელა საქართველო, კურილის კუნძულები და კალინინგრადის ოლქი.მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიბრუნოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. თუმცა, მისი თქმით, საქართველო არათუ არ აკეთებს ამას, არამედ ცდილობს რუსეთის პოზიციის გამართლებას.საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურად საუბრობს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების დიდ მნიშვნელობაზე და მეორე ფრონტის გახსნის დაუშვებლობაზე.რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია“ და რომ რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/03/269145216_191:177:1509:1166_1920x0_80_0_0_95f81361911441b975fad1915e562d94.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, უკრაინა , ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა, უკრაინა , ქართული ოცნება
მიხეილ სარჯველაძემ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას მკაცრი პასუხი გასცა
22:12 21.12.2022 (განახლებულია: 22:54 21.12.2022) კიევში ყურადღება უნდა მიაქციონ თავიანთი მაღალჩინოსნების განცხადებებს, განაცხადა სარჯველაძემ.
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პასუხი უნდა გასცეს არა საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერებს, არამედ თავის ჩინოვნიკებს, განაცხადა „ქართული ოცნების“’ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ უკრაინა არასდროს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას. ამასთან დასძინა, რომ უკრაინის მხარე მეტად იმედგაცრუებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება სპეკულირებს ომის თემით, რათა მიაღწიოს ვიწრო შიდაპოლიტიკურ მიზნებს.
„უკრაინის მხარეს საქართველოს ომში ჩართვა არ უნდა – ეს კარგი და სწორი განცხადებაა, მაგრამ თუ ეს ასეა, ამ უწყებამ კობახიძესა და მდინარაძეს კი არ უნდა გასცეს პასუხი, არამედ დანილოვს, არესტოვიჩს, რომლებიც სურვილებს და მოთხოვნებსაც გამოთქვამდნენ, პრეტენზიებსაც გვიყენებდნენ, საქართველოში ომი რატომ არ იწყებაო“, – განუცხადა ჟურნალისტებს სარჯველაძემ.
თავდაპირველად საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ უკრაინის ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა მოუწოდა. მისი სიტყვებით, დამატებითი ფრონტების გახსნა რუსეთის ინტერესების სფეროში სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა. მან დაასახელა საქართველო, კურილის კუნძულები და კალინინგრადის ოლქი.
მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიბრუნოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. თუმცა, მისი თქმით, საქართველო არათუ არ აკეთებს ამას, არამედ ცდილობს რუსეთის პოზიციის გამართლებას.
საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურად საუბრობს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების დიდ მნიშვნელობაზე და მეორე ფრონტის გახსნის დაუშვებლობაზე.
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე ჯარი 24 თებერვალს შეიყვანა. პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ ეს არის „უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეცოპერაცია“ და რომ რუსეთის გეგმებში უკრაინის ტერიტორიების დაპყრობა არ შედის.