მერიამ მეტროს სადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება გაწყვიტა

© press-service of Tbilisi City Hallსადგურ "გოცირიძის" სარემონტო სამუშაოები
სადგურ გოცირიძის სარემონტო სამუშაოები - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2022
გამოწერა
კახა კალაძის თქმით, შესრულებულ სამუშაოებს აქვს გარკვეული დეფექტები, თუმცა ამ დეფექტებს უკვე არა კომპანია, არამედ თავად მერია გამოასწორებს.
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერია არ გააგრძელებს თანამშრომლობას კომპანია „მამისონთან“, რომელიც მეტროს სადგურ „გოცირიძის“ სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდა, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მეტროს სადგურის აღდგენა დასრულებულია, თუმცა კომპანიის უპასუხისმგებლობის გამო იგი ამ დრომდე ექსპლუატაციაში არ შესულა.

„სადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები, დიდი დაგვიანებით, მაგრამ შესრულებულია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე დეფექტს, რომელიც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. სამუშაოების დაგვიანების გარდა, მნიშვნელოვანია ის, რომ კომპანიამ არ აწარმოა საჭირო დოკუმენტაცია და ჯერჯერობით არ ჩატარებულა შესაბამისი ექსპერტიზა“, – განაცხადა კალაძემ დღეს გამართულ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

თბილისის მერმა აღნიშნულ კომპანიას „ძალზე პრობლემური და უპასუხისმგებლო“ უწოდა, შესაბამისად, ქალაქის მუნიციპალიტეტი მასთან თანამშრომლობას წყვეტს. კალაძემ ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს და სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელ გიორგი შარკოვს აღნიშნულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა დაავალა.
„მიიღეთ ყველა შესაბამისი ზომა, რომ აღნიშნული კომპანია ვერცერთ სატენდერო პროცედურებში ვეღარ მოხვდეს მომდევნო წლების განმავლობაში. გადადგით ყველა ის ნაბიჯი, რაც მოახდენს აღნიშნული კომპანიის „გაშავებას“, – აღნიშნა კალაძემ.
მისი თქმით, არსებული დეფექტების გამოსწორებით თავად თბილისის მერია დაკავდება, ხოლო იმ თანხას, რაც აღნიშნულ სამუშაოებზე დაიხარჯება, მუნიციპალიტეტი კომპანია „მამისონს“ სასამართლოს გზით მოსთხოვს.
© Tbilisi City Hallმეტრო "გოცირიძის" სარემონტო სამუშაოები
Ремонт и реабилитация станции метро Гоциридзе - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2022
მეტრო "გოცირიძის" სარემონტო სამუშაოები
„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სადგური „გოცირიძე“ რაც შეიძლება მალე შევიდეს ექსპლუატაციაში და შეძლოს მგზავრების მომსახურება“, – განაცხადა კალაძემ.
სადგურ „გოცირიძის“ სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის 15 აგვისტოსთვის უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიამ ვადის გახანგრძლივება მოითხოვა, რასაც თბილისის მერია დათანხმდა. გასულ წელს დედაქალაქის მერიაში განაცხადეს, რომ მეტროს ეს ბაქანი აღდგენას არ ექვემდებარება და თავიდან უნდა აშენდეს.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ მეტროს სადგურ „გოცირიძეზე" სარემონტო სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი 2019 წლის მაისში გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „მამისონმა“ სამუშაოები 2020 წლის აგვისტოში დაიწყო.
© Tbilisi City Hallსადგურ "გოცირიძის" სარემონტო სამუშაოები
Ремонт и реабилитация станции метро Гоциридзе - Sputnik საქართველო, 1920, 21.12.2022
სადგურ "გოცირიძის" სარემონტო სამუშაოები
აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის მერიის მიერ 4,7 მლნ ლარია გამოყოფილი.
„გოცირიძე" თბილისში მეტროს ერთადერთი სადგური იყო, რომელსაც პლატფორმის გადახურვა არ ჰქონდა.
ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. მეტროს ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი. აქედან პირველი ხაზი 40 კილომეტრია, ხოლო მეორე – 17 კმ.
ყველა ახალი ამბავი
0