https://sputnik-georgia.com/20221221/lentexis-meriis-senobis-dacxrilva-ert-pirs-braldeba-warudgines-273288113.html
ლენტეხის მერიის შენობის დაცხრილვა: ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ლენტეხის მერიის შენობის დაცხრილვა: ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
Sputnik საქართველო
დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 21.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-21T22:32+0400
2022-12-21T22:32+0400
2022-12-21T22:56+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
სვანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_0:70:1000:633_1920x0_80_0_0_0470d9de5bdc919c6eab16361b92617b.jpg
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.შემთხვევა დაბა ლენტეხში 2 ნოემბერს მოხდა. გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დააზიანა ლენტეხის მერიის შენობა, რასაც ხანძარიც მოჰყვა.გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო ვაზნებს. მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატი და 10 ცალი ქარხნული წესით დამზადებული საბრძოლო ვაზნა.სამართალდამცველებმა ბრალდებული 2 დეკემბერს დააკავეს. თავდაპირველად მას ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.უწყების ცნობით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნულ პირს დაუზუსტდა ბრალდება და მას ბრალი 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 353-ე (საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა) მუხლებით წარედგინა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.წყარო - საქართველოს პროკურატურა
საქართველო
სვანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0a/251127912_32:0:968:702_1920x0_80_0_0_ad09df4b7ef7324fc69073f52ed5edf0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, სვანეთი
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, სვანეთი
ლენტეხის მერიის შენობის დაცხრილვა: ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
22:32 21.12.2022 (განახლებულია: 22:56 21.12.2022) დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა დაბა ლენტეხში 2 ნოემბერს მოხდა. გამოძიების თანახმად, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დააზიანა ლენტეხის მერიის შენობა, რასაც ხანძარიც მოჰყვა.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო ვაზნებს. მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატი და 10 ცალი ქარხნული წესით დამზადებული საბრძოლო ვაზნა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 2 დეკემბერს დააკავეს. თავდაპირველად მას ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
უწყების ცნობით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე აღნიშნულ პირს დაუზუსტდა ბრალდება და მას ბრალი 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 353-ე (საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა) მუხლებით წარედგინა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.