https://sputnik-georgia.com/20221221/frinvelis-gripi-evropasi-273258688.html
ევროპაში ფრინველის გრიპის უძლიერესი აფეთქება დაფიქსირდა
ევროპაში ფრინველის გრიპის უძლიერესი აფეთქება დაფიქსირდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის ზაფხულიდან ევროპაში მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა შინაურ და წყლის... 21.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-21T10:33+0400
2022-12-21T10:33+0400
2023-07-20T15:48+0400
მსოფლიო დღეს
ევროპა
ფრინველის გრიპი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1e/266335107_0:133:3000:1821_1920x0_80_0_0_db096cc9dcc513c55290275d60c394f0.jpg
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის ზაფხულიდან ევროპაში მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა შინაურ და წყლის ფრთოსნებს შორის მკვეთრად გაიზარდა, იუწყებიან დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ევროპული ცენტრი (ECDC) და კვების პროდუქტების უვნებლობის ევროპული სააგენტო (EFSA).როგორც ცენტრში აღნიშნავენ, ფრინველის გრიპის ამჟამინდელი ეპიდემია ყველაზე მასშტაბურია მათ შორის, რომელიც ოდესმე დაფიქსირებულა ევროპაში.ამასთან ცენტრში აცხადებენ, რომ ორ ეპიდემიურ ტალღას შორის გამიჯვნა არ შეინიშნებოდა, ვინაიდან ვირუსი ზაფხულში არ გაკონტროლებულა.თავის მხრივ, ECDC მივიდა დასკვნამდე, რომ ევროკავშირის ქვეყნებში მოსახლეობის ფრინველის გრიპით ინფიცირების რისკი დაბალი იყო, ხოლო ფრთოსნებთან უშუალო პროფესიულ კონტაქტში მყოფი ადამიანებისთვის დაბალიდან საშუალო დონემდე მერყეობდა.აქვე ხაზი ესმება იმასაც, რომ ამ შემოდგომაზე ეპიდემია ბევრად უფრო საშიში იყო, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში. ამაზე მოწმობს ის ფაქტი, რომ ინფიცირებული ფერმების რაოდენობა 35%-ით გაიზარდა.ამ დროისათვის ჯანდაცვის ორგანოები ვაქცინების გამოყენების საკითხს სწავლობენ ვირუსის შემდგომი გავრცელების აღსაკვეთად.
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/1e/266335107_198:0:2802:1953_1920x0_80_0_0_51508df7f07b140dbeb0f34eac6e2b15.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ევროპა, ფრინველის გრიპი, მსოფლიოს ახალი ამბები
ევროპა, ფრინველის გრიპი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის ზაფხულიდან ევროპაში მაღალპათოგენური ფრინველის გრიპის რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა შინაურ და წყლის ფრთოსნებს შორის მკვეთრად გაიზარდა, იუწყებიან დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ევროპული ცენტრი (ECDC) და კვების პროდუქტების უვნებლობის ევროპული სააგენტო (EFSA).
როგორც ცენტრში აღნიშნავენ, ფრინველის გრიპის ამჟამინდელი ეპიდემია ყველაზე მასშტაბურია მათ შორის, რომელიც ოდესმე დაფიქსირებულა ევროპაში.
„2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდში ევროპის 37 ქვეყანაში საერთო ჯამში ვირუსის 2520 აფეთქება დაფიქსირდა შინაურ ფრინველებში, 227 აფეთქება ფერმებში და 2867 აფეთქება გარეულ ფრინველთა შორის. ეპიდემიით დაზარალებულ ფერმებში დაახლოებით 50 მილიონი ფრთა ფრინველი განადგურდა“, — ნათქვამია EFSA-ს ანგარიშში.
ამასთან ცენტრში აცხადებენ, რომ ორ ეპიდემიურ ტალღას შორის გამიჯვნა არ შეინიშნებოდა, ვინაიდან ვირუსი ზაფხულში არ გაკონტროლებულა.
თავის მხრივ, ECDC მივიდა დასკვნამდე, რომ ევროკავშირის ქვეყნებში მოსახლეობის ფრინველის გრიპით ინფიცირების რისკი დაბალი იყო, ხოლო ფრთოსნებთან უშუალო პროფესიულ კონტაქტში მყოფი ადამიანებისთვის დაბალიდან საშუალო დონემდე მერყეობდა.
აქვე ხაზი ესმება იმასაც, რომ ამ შემოდგომაზე ეპიდემია ბევრად უფრო საშიში იყო, ვიდრე გასული წლის იმავე პერიოდში. ამაზე მოწმობს ის ფაქტი, რომ ინფიცირებული ფერმების რაოდენობა 35%-ით გაიზარდა.
ამ დროისათვის ჯანდაცვის ორგანოები ვაქცინების გამოყენების საკითხს სწავლობენ ვირუსის შემდგომი გავრცელების აღსაკვეთად.