https://sputnik-georgia.com/20221221/dawra-meurle-da-sidedrs-scema-braldebuls-19-wlit-patimroba-miesaja-273286799.html
დაჭრა მეუღლე და სიდედრს სცემა: ბრალდებულს 19 წლით პატიმრობა მიესაჯა
დაჭრა მეუღლე და სიდედრს სცემა: ბრალდებულს 19 წლით პატიმრობა მიესაჯა
Sputnik საქართველო
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მეუღლის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განზრახ... 21.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-21T20:45+0400
2022-12-21T20:45+0400
2022-12-21T22:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/01/252188554_260:593:2847:2048_1920x0_80_0_0_ed180dcf88a8c5aa451765eaf77a7bde.jpg
თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მეუღლის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე და ძალადობის ორ ეპიზოდზე ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.პროკურატურის ინფორმაციით, ოჯახში ძალადობისთვის და მუქარისთვის ნასამართლევმა პირმა განსაკუთრებული სისასტიკით, დანის დარტყმით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა მეუღლეს და ფიზიკურად იძალადა სიდედრზე. უწყების ცნობით, დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად მოხერხდა დაზარალებულის გადარჩენა.სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 126-ე (ოჯახური ძალადობა) მუხლებით წარედგინა.ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.წყარო - გენერალური პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/01/252188554_504:262:2886:2048_1920x0_80_0_0_ffc4951c910d3d48c3227d00bcf49ea3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პროკურატურა, შემთხვევები საქართველოში
დაჭრა მეუღლე და სიდედრს სცემა: ბრალდებულს 19 წლით პატიმრობა მიესაჯა
20:45 21.12.2022 (განახლებულია: 22:02 21.12.2022) თბილისი, 21 დეკემბერი – Sputnik. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მეუღლის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე და ძალადობის ორ ეპიზოდზე ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის ინფორმაციით, ოჯახში ძალადობისთვის და მუქარისთვის ნასამართლევმა პირმა განსაკუთრებული სისასტიკით, დანის დარტყმით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა მეუღლეს და ფიზიკურად იძალადა სიდედრზე. უწყების ცნობით, დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად მოხერხდა დაზარალებულის გადარჩენა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 126-ე (ოჯახური ძალადობა) მუხლებით წარედგინა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.